„თქვენ რომ “ბორის გოდუნოვს” და “იავნანას” მღეროდით..“ – ლელა გაფრინდაშვილი, პაატა ბურჭულაძეს

1,790 წაკითხვა

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, პაატა ბურჭულაძის შესახებ წერს ფეისბუქში:

„რამდენი რამე იმღერა პაატა ბურჭულაძემ და წაკითხვით კი მხოლოდ „ბორის გოდუნოვი“ წაიკითხა ეტყობა.

წუხელ იჯდა ტელევიზორში და ნამესტნიკური პოზით გვაბოლებდა: მიშა რომ ჩამოვიდეს ბათუმშიო, ათასობით ხალხი ხელში აიყვანს და ისე ჩამოიყვანს თბილისშიო.

ბატონო პაატა, სიმღერის ნიჭი ღმერთის საჩუქარია, ხოლო სინდისი – ღმერთისგან დაკისრებული ტვირთი, რომელსაც ყველა ვერ უძლებს., მათ შორის – დიდი ხელოვანებიც.

თქვენ რომ „ბორის გოდუნოვს“ და „იავნანას“ მღეროდით, უამრავი ადამიანი იტანჯებოდა ჯერ სსრ კავშირში და მერე – პოსტსაბჭოთა საქართველოში. სხვათა შორის, მაშინაც მძიმე დრო იყო, თქვენი ვაჟის ქორწილში, 2009 წელს, როცა რუსეთის კულტურის მინისტრს „პადმასკოვნიე ვეჩერას“ რომ უმღეროდით.

კარგი მომღერალი კი იქნებით, მაგრამ კარგი პიროვნება – ვერასოდეს! სამწუხაროა, მაგრამ ასეა.“- წერს ლელა გაფრინდაშვილი.

Next Post

“თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად”

სამ ოქტ 20 , 2020
1,790 წაკითხვააშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს: „ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილით, დიარეით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი  ქოშინით დატვირთვისას. თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით  საავადმყოფოში  დასატესტად. ძალიან დიდი ალბათობით კორონა გაქვთ და ტესტის დადებითი პასუხი არაფერს შეცვლის. ქართული ინტერნეტი სავსეა ექიმების რეკომენდაციებით, თუ როგორ უმკურნალოთ  გაურთულებელ  კორონას სახლში. ამობეჭდეთ და დაურიგეთ […]