„როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“ – ირაკლი კვარაცხელია

1,890 წაკითხვა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, ყველაზე ლოგიკური ტელევიზიასთან დაკავშირება იყო, რათა სამართალდამცავებს სცოდნოდათ იმის შესახებ, რომ თავდამსხმელს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა ეჭირა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ კვარაცხელიამ დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა.

„ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე მას სთხოვა, რომ დაკავშირებოდა „ტვ პირველს“, „ფეისბუქზე“ მოეძებნა და დაკავშირებოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა „ფეისბუქით“ და არ ჰქონდა „ფეისბუქ“ აპლიკაცია, შემდეგ მეორე ადამიანთან ჰქონდა იგივე მოთხოვნა, რომლის ტელეფონიც დამჯდარი იყო, შემდეგ მესამე ადამიანთან, რომელსაც ანგარიშზე არ ჰქონდა და შემდეგ გადმოვიდა ჩემთან, ხედავდა რომ ტელეფონი მქონდა და ამიტომ უარი არ მითქვამს ნამდვილად. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, პირიქით, ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში რაც იყო, რომ ჩვენ ცოცხალი გადავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო გაეგოთ სამართალდამცავებს, რომ ამ ადამიანს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა,“ – განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი პერიოდულად ტელევიზიას თვალს ადევნებდა, თუმცა მუდმივად არ ჰქონდა ჩართული, რომ ტელეფონები არ დამჯდარიყო.

„მას ნამდვილად არ უკითხავს ჩემთვის ჩემი პარტიული კუთვნილება, ის კი არა, როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“. როცა პოლიტიკური ბრალდებები იყო ოპოზიციის ან პოზიციის მხრიდან ერთმანეთის მიმართ და ამას ვუსმენდით, ამაზე გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ აი, ხომ ხედავთ, არავის თქვენ არ აინტერესებთ და ერთმანეთის გინების მეტი არაფერი აინტერესებთო,“- განაცხადა კვარაცხელიამ.

ipn

Next Post

„თავდამსხმელი ცხენით სვანეთში გადავიდა“ – რას უყვება „მთავარ არხს“ წყარო

პარ ოქტ 23 , 2020
1,890 წაკითხვასამხარეო პოლიციის დეპარტამენტი ზუგდიდში ცოტა ხნის წინ დატოვა შს მინისტრმა, „მთავარმა“ კი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ბანკშია ჩაწერილი მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა. ჩანაწერში ისმის, რომ თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას ითხოვდა, სამხარეო პოლიციის უფროსი კი სთხოვს, სამი ან ოთხი კაცი წაიყვანოს, რადგან “ამდენს ფიზიკურად ვერ წაიყვანს“ „არავის არაფერი არ უნდა დაუშავდეს და თუ დაუშავდება, შენ იქნები […]