თინა ხიდაშელი ოპოზიციას – „ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით? რამე სერიოზული მოიფიქრეთ”

1,302 წაკითხვა

თინა ხიდაშელის პოსტი ფეისბუქში:

 ვერ გვექნება გადაწყვეტილებებზე ზეგავლენაო ეს რა უბედურებაა, ან რა არგუმენტია.

1. ჯერ ერთი, ამ წუთის მდგომარეობით ოცნებას იმდენი ხმა აქვს რომ მთავრობასაც ვერ ქმნის;
2. შესაბამისად, უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა თქვენგან;
3. ყველა მაჟორიტარის ასე უბრძოლველად მოგების პირობებშიც უამრავი პრინციპული გადაწყვეტილებაა რომელსაც იმაზე მეტი ხმა ჭირდება ვიდრე ისინი იქნებიან;
4. სამართლიან არჩევნებში რომ წაგეგოთ და შესაბამისად ნაკლები ყოფილიყავით პარლამენტში, არც მაშინ გექნებოდათ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა და რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით?
რამე უფრო სერიოზული მაინც მოიფიქრეთ, რომ ამ სამაგალითოდ უსამართლო არჩევნების პირობებში სასაცილოდ არ გამოჩნდეს ეს ყველაფერი.”

Next Post

„მიუჩინეთ ადგილი პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ კრიმინალებს, მოიყვანეთ კანონი მოქმედებაში!

შაბ ნოე 7 , 2020
1,302 წაკითხვა„პოლიციელზე ხელის „შეჩვევა“, პოლიციელზე ხელის აწევა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაისაჯოს! პოლიციელი-სახელმწიფოა“- დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებს ეხმიანება. „პოლიციელი სახელმწიფოა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში: აშშ-ში არავინ აპატიებს ნებისმიერ პირს, თუნდაც კონგრესმენი იყოს, პოლიციელის დაუმორჩილებლობას, მით უმეტეს, ხელის აწევას მასზე! ამას ახალგაზრდები და კრიმინალები უყურებენ! არ არსებობს იმუნიტეტი, რომელიც დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის უფლებას […]