„მიუჩინეთ ადგილი პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ კრიმინალებს, მოიყვანეთ კანონი მოქმედებაში!

„პოლიციელზე ხელის „შეჩვევა“, პოლიციელზე ხელის აწევა, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაისაჯოს! პოლიციელი-სახელმწიფოა“- დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებს ეხმიანება.

„პოლიციელი სახელმწიფოა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში: აშშ-ში არავინ აპატიებს ნებისმიერ პირს, თუნდაც კონგრესმენი იყოს, პოლიციელის დაუმორჩილებლობას, მით უმეტეს, ხელის აწევას მასზე! ამას ახალგაზრდები და კრიმინალები უყურებენ!

არ არსებობს იმუნიტეტი, რომელიც დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის უფლებას აძლევს! მით უმეტეს, ეს დანაშაული კამერების წინ ხდება, ვიდეომტკიცებულებით!
ხელისუფლებავ, 1 000 000 ადამიანმა ნდობა გამოგიცხადათ, მეც, მათ შორის. გამოცხადებული ნდობის უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში სტაბულურობის სურვილია.

გთხოვთ, იმოქმედეთ და დაიცავით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მიუჩინეთ ადგილი პოლიტიკოსის ნიღაბს ამოფარებულ კრიმინალებს, მოიყვანეთ კანონი მოქმედებაში!

დღეს საქართველოსთვის გადაუდებლად, სასიცოცხლო ჩვენებით, აუცილებელია ორი „ლოკ დაუნი“ (ჩაკეტვა)

1. მავნებელი კრიმინალების „ლოკ დაუნი“ და კანონით დასჯა!
2. თუნდაც ნაწილობრივი „ლოკ დაუნი“-ჭარბი მობილობის შეზღუდვა საქართველოს გონიერი და ასევე, უგუნური მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად!“- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *