„დასასჯელი დასაჯეთ, დავიღალეთ, დავიღალეთ!“ – დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, მარნეულში, მოქალაქეების საპროტესტო აქციას ეხმიანება:

„მარნეულში რაც ხდება ეს არის ცუდად ინფორმირებული ადამიანების პროტესტი, ხალხი არაფერ შუაშია, ის ნაძირლები ვინც სარგებლობენ ამ რთული ვითარებით და ასულელებენ ამ ხალხს არიან მოსათოკი და მერე საერთოდ ასალაგმი პოლიტიკური სივრციდან.

ამ ადამინებთან კი კარგი მუშაობაა საჭირო, რომ არ გამოიყენონ გარეწარმა პროვოკატორებმა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ვებრძვით სიკვდილს და შენ ქვეყანას ასე რომ მოექცევი, რაც არ უნდა ოპოზიციურად იყო განწყობილი მის მიმართ, შენი პოლიტიკური ინტერესების გამო რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვან და მიშა მიშას აკვნესებ, გარეწარი ხარ, შენი სამშობლოს მოღალატე და დაუძინებელი მტერი. წერტილი. დასასჯელი დასაჯეთ, დავიღალეთ, დავიღალეთ! კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს“- წერს დავით ოქიტაშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *