ციხის ნაცვლად კულტურის ცენტრი – თეა წულუკიანის უპრეცედენტო გადაწყვეტილება

771 წაკითხვა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ორთაჭალაში, ალტერნატიული კულტურული სივრცე იხსნება.

უწყების ცნობით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როდესაც ციხის შენობასა და ტერიტორიაზე კულტურის კერა გაჩნდება და ის ადგილი, რომელიც ნეგატიური და მძიმე ისტორიებით დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას, კულტურის მოღვაწეთა და ახალგაზრდათა შეკრების და შემოქმედებითი საქმიანობის აქტიური კერა გახდება.

მულტიფუნქციური სივრცით სარგებლობა ნებისმიერ ხელოვანს შეეძლება. პროფესიულ თუ მოყვარულ დასებს როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სარეპეტიციო სივრცით, გამართონ სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები.

„ალტერნატიული კულტურული სივრცე N12“ – ასეთია ამიერიდან ამ სივრცის სახელწოდება. ის 10 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლით „მარინა რევია“ (რეჟისორი გოჩა ხვიჩია) გაიხსნება. სპექტაკლის ჩვენებას კულტურის სფეროს მოწვეული წარმომადგენლები დაესწრებიან.

imedi.ge

Next Post

„მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მწერდა პირადად“

შაბ აგვ 7 , 2021
771 წაკითხვადედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მათი მხრიდან გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვის გამო, რომელმაც დედაქალაქის დასუფთავების პროცესი შეაფერხა, არაერთი შეტყობინება მიიღო – საზოგადოება გამოთქვამდა მზაობას, რომ დედაქალაქის დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა. „მინდა, იმ ადამიანებს მივმართო, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მწერდა პირადად, წერდნენ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ურეკავდნენ ჩემს […]