„მწარედ ვამბობ, მაგრამ ასეა“ – ბონდო მძინარაშვილი

1,565 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
პრობლემის მოგვარება პრობლემის აღიარებით და გააზრებით იწყება.
ეს დიაგნოზივითაა, – ამიტომაც არის, რომ ექიმი მკურნალობას ვერ დაიწყებს, თუკი პაციენტს სრულფასოვანი გამოკვლევა არ ჩაუტარა.
მაგრამ გამოსაკვლევად პაციენტი თვითონ უნდა მივიდეს, მას ექიმი ძალით ვერ მიიყვანს. პაციენტმა უნდა აღიაროს და გაიაზროს, რომ მკურნალობა სჭირდება!
ვუყურებ, ვუსმენ ჩვენს პოლიტიკოსებს და გული მიწუხდება:
რაც დრო გადის, პოლიტიკური კლასი ძალიან დაეცა: საერთოდ დაიკარგა პასუხისმგებლობის გრძნობა!
მწარედ ვამბობ, მაგრამ ასეა და ამის აღიარება და გააზრება სწორ გზაზე დაგვაყენებს!
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, – იმის ნაცვლად, რომ რამე გვესწავლა, რაღაც გამოცდილება შეგვეძინა, რას ვხედავთ ყოველდღიურად:
ყველა სხვას ადანაშაულებს, ყველა სხვას ამუნათებს, ყველა სხვას აკრიტიკებს, ყველა სხვას ლანძღავს…
საკუთარ თავს არავინ ეკითხება: მე რა გავაკეთე იმისთვის, რომ ახლა სხვას არ ვუთითებდე?!
არაფერი! სრულიად არაფერი!
პეპლის ეფექტის შესახებ რამე გსმენიათ?!
დომინოს პრინციპი იცით?!
აბრეშუმის ჭიის ეფექტი?!
ყველაფერში, სულ ყველაფერში სხვა როგორ არის დამნაშავე და შენ ყოველთვის ყველასთან მართალი როგორ ხარ, ადამიანო?!
სულ არაფერი მოგეკითხებოდა?
სულ არაფერი მოგეთხოვებოდა?
აბა, ახლა რას ითხოვ?!
P. S. საკუთარ თავსაც ვსაყვედურობ. დაგასწარით.

Next Post

„ივანიშვილისთვის ეს იყო შოკი!“ - ნინო ბურჯანაძე

კვი ნოე 22 , 2020
1,565 წაკითხვა„დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „მთავარი არხის ეთერში განაცხადა: „ეს ვერ წარმოიდგინა ივანიშვილმა, ვერ წარმოიდგინა მისი ფულის პატრონმა, რომ ვერ იყიდდა ვერავის, ეს მისთვის იყო შოკი. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია არ გატყდება. ყველა ლიდერს ესმის ერთიც, რომ გატყდეს გადაიხაზება, ის არც ბიძინას გამოადგება და საკუთარ თავს პოლიტიკურ თვითმკვლელობას მოუწყობს. თან ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ამოცანა ახლა არის ჩვენი […]

შესაძლოა მოგეწონოთ