„თენგიზ ცერცვაძე არის ცრუპენტელა“ – ნინო ჯანგირაშვილი

2,664 წაკითხვა

ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

„თენგიზ ცერცვაძე არის ცრუპენტელა. აქ არ მოგიყვანთ ყველა ქვეყნის ციფრებს, მაგრამ შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ: ამ დროისთვის საქართველოში არის დაახლოებით 5800 ინფიცირებული და ამ რაოდენობის ინფიცირებულების ფონზე 9 გარდაცვლილი დღეში არის ძალიან ბევრი. ამდენი გარდაცვლილი ამ რაოდენობის ინფიცირებულზე პრაქტიკულად არავის არ ყავს მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან 8 თვის თავზე, იმიტომ რომ ქვეყნების უმეტესობაში ისწავლეს მართვა, ეს პერიოდი დაუთმეს მომზადებას, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ამიტომაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ სიკვდილიანობა ქვეყნების დიდ ნაწილში ბევრად ნაკლებია, ვიდრე პირველ ეტაპზე იყო. რას დაუთმეს ჩვენთან ეს რვა თვე? ოცნების ახლობელი ბიზნესმენების გამდიდრებას, კორონა ბოსების შიდა ინტრიგებს, უკბილო პიარს და კორუფციას. ამიტომაც ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ნიღაბი, დისტანცია, სიფრთხილე უნდა დავიცვათ ხალხო, თორემ ამათ ხელში მტერი ჩავარდა. მოკვდები და წნევიანი იყო, რა გვექნაო, იტყვიან. შეედავება ვინმე თუ რა?“

Next Post

„სასიკვდილო რისკი არც ახალგაზრდებისთვისაა გამორიცხული“ - თენგიზ ცერცვაძე

ოთხ ოქტ 14 , 2020
2,664 წაკითხვადღეს, 14 ოქტომბერს, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში მიმდინარე ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციები მისცა. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს და არ დამალონ ინფიცირების შემთხვევა. „გთხოვთ, ნუ დამალავთ ინფიცირების შემთხვევას… სიმპტომებს.. სამწუხაროდ გვქონდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც არ გააცხადა პიროვნებამ ინფიცირების შესახებ, ჰქონდა ბევრ ადამიანთან კონტაქტი და საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. […]