„სასიკვდილო რისკი არც ახალგაზრდებისთვისაა გამორიცხული“ – თენგიზ ცერცვაძე

1,394 წაკითხვა

დღეს, 14 ოქტომბერს, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში მიმდინარე ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს და არ დამალონ ინფიცირების შემთხვევა.

„გთხოვთ, ნუ დამალავთ ინფიცირების შემთხვევას… სიმპტომებს.. სამწუხაროდ გვქონდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც არ გააცხადა პიროვნებამ ინფიცირების შესახებ, ჰქონდა ბევრ ადამიანთან კონტაქტი და საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტის თქმით, ბევრი ადამიანისთვის ვირუსის მიმდინარეობის პროცესი მარტივია, მაგრამ უნდა შევხედოთ არსებულ ვითარებას და გავითვალისწინოთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ეს ფატალურად მთავრდება.

„ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვნებისთვის არის საშიში. გვაქვს სტატისტიკა, რომ 109 გარდაცვლილის შორის 17 ადამიანი იყო 60 წელს ქვემოთ. ამერიკის მონაცემებით კი გარდაცვლილთა 20% სამოც წელზე ახალგაზრდაა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ინფექციონისტის თქმით, არ არის სწორი, რომ ვირუსი მხოლოდ თანმხლები დაავადებს მქონე პაციენტებისთვის ჰგონიათ საშიში, ახალგაზრდებისთვის სასიკვდილო რისკი და ასევე სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვის არ არის გამორიცხული“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში COVID 19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Next Post

„არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებელი” - გიორგი კეკელიძე

ოთხ ოქტ 14 , 2020
1,394 წაკითხვამწერალი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „გუშინ, გზაზე მიმავალმა, რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასვლელთან, მოხუცი მოწყალების მთხოვნელი ქალი შევნიშნე. ეგ ვერ გვიკვირს. არც სევდიანი, მიწის ფსკერამდე დახრილი თვალებია ახალი. არც ხელები, დამჭკნარი და ოდნავ მთრთოლვარე. უხეირო პოეზიია ეს აღწერა, მაგრამ ხან სიტყვები ყავარჯნებით მიდიან სინამდვილესთან, იმდენად დიდი და სასტიკია სინამდვილე. ახალი კი, ახალი მილეულ სახეზე ნიკაპამდე ჩამოვარდნილი პირბადე იყო. არაფერი მინახავს […]