„რა კვლევა მჭირდება იმისთვის, რომ “ოცნება” ურეიტინგოა?“ – მეგი გოცირიძე

1,193 წაკითხვა

„რა კვლევა მჭირდება იმისთვის, რომ “ოცნება” ურეიტინგოა?! სადაც გინდა, წადი, გინდ სოფლად, გინდ ქალაქად, ნებისმიერ ადგილას – ყველა აგინებს ივანიშვილს!“ – ამბობს მეგი გოცირიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში:

„ბაზრობა არ დატოვა კაცმა, რომ არ გადაეწვა, იმიტომ, რომ ბოლომდე გააუბედუროს ხალხი და გაამწაროს. ტყე არ დატოვა, თურმე მარტო თვითონ უნდა ისუნთქოს თავის დენდროლოგიურში. არაფერი არ დატოვა წმინდა ამ ადამიანმა. ეკლესიაში შევარდა, წაბილწა იქაურობა. მეცინება, რომ ამბობენ, ნაციონალები ებრძოდნენ ეკლესიასო. მიშას დროს მღვდელი რომ დაეჭირა ვინმეს, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა?! ახლა კი ათზე მეტი მღვდელია დაჭერილი. ეკლესიას ვინ შეურყვნა ავტორიტეტი?! ხომ ყველა ხედავს, რა სიტუაციაა და რა დღეშია საპატრიარქო! ესენი ამბობენ, რეიტინგი გვაქვსო და ჩვენ გვიწოდებენ დესტრუქციულებს. ეს ცვლილებებიც ჩვენი მოთხოვნა იყო, ახლა რომ ზეიმი აქვთ“.

Next Post

„ილია ქურდაძეს აბოდებდა ცოლზე, ეჭვიანობის გამო მოვკალიო, პოლიციას თვითონ ჩაბარდა” – სურამის ტრაგედიის ახალი დეტალები

სამ ივლ 7 , 2020
1,193 წაკითხვასურამში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. 34 წლის ილია ქურდაძემ გვიან ღამით მძინარე მეუღლე, 31 წლის თიკო რუსია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავე დააკავეს და უწყების ინფორმაციით, დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ ტრაგედიამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი […]