აშშ-ის სანაპირო დაცვა – “ტიტანიკის” მახლობლად ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები

210 წაკითხვა

“ტიტანიკის” მახლობლად წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის სანაპირო დაცვა “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, ნამსხვრევები დისტანციურად მართვადი აპარატის მეშვეობით იქნა აღმოჩენილი “ტიტანიკთან” წყალქვეშა ნავის საძიებო არეალში, რომელიც კვირას, 18 ივნისს, დაიკარგა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ოფიციალური პირები “ინფორმაციას აფასებენ,” მაგრამ ამ დროისთვის გაურკვეველია უკავშირდება თუ არა ნამსხვრევები დაკარგულ წყალქვეშა ნავს.

აშშ-ის სანაპირო დაცვა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით 15:00 საათზე ბრიფინგს აანონსებს, რომელიც აღმოჩენილ ნამსხვრევებთან დაკავშირებით გაიმართება.

Next Post

მიხეილ სარჯველაძე - რეკომენდაციების უმეტესობაზე, 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ სრულად, ან მეტწილად შესრულებულია - პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ

ხუთ ივნ 22 , 2023
210 წაკითხვაწინასწარი შეფასება საკმაოდ ფართოდ არის დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე , – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სტოკჰოლმში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას. სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროკომისიამ 10 რეკომენდაცია სრულად ან მეტწილად შესრულებულად შეაფასა. “უმეტესობა რეკომენდაციებზე, პრაქტიკულად 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ არის ან სრულად, ან მეტწილად შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ეტაპები შეიძლება კიდევ […]

შესაძლოა მოგეწონოთ