მიხეილ სარჯველაძე – რეკომენდაციების უმეტესობაზე, 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ სრულად, ან მეტწილად შესრულებულია – პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ

126 წაკითხვა

წინასწარი შეფასება საკმაოდ ფართოდ არის დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე , – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სტოკჰოლმში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენას.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროკომისიამ 10 რეკომენდაცია სრულად ან მეტწილად შესრულებულად შეაფასა.

“უმეტესობა რეკომენდაციებზე, პრაქტიკულად 10 რეკომენდაციაზე აღინიშნა, რომ არის ან სრულად, ან მეტწილად შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ეტაპები შეიძლება კიდევ წინ იყოს. არის საკითხები, რაზეც ბუნებრივია, მუშაობა იქნება გასაგრძელებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარი შეფასება, რაც კეთდება არის საკმაოდ ფართოდ დაყრდნობილი გარკვეულ აღქმებზე, რაც აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე იქმნება. თუმცა, ფაქტები, რომ შესრულებულია დიდწილად ყველა ეს ვალდებულება, მხედველობის მიღმა ვერ დარჩებოდა, ეს კარგი წინაპირობაა უკვე საბოლოო შეფასებების გაკეთებისთვის და ვფიქრობ, მაინც პოზიტიური ტენდენციების ამსახველად შეგვიძლია ჩავთვალოთ,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე აღნიშნავს რომ გარკვეული რეკომენდაციების შესრულება ზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება ვერ იქნება. მისივე თქმით, შესაძლოა დეპოლარიზაცია ვერ შედგეს და ამაზე ოპოზიცია იქნება პასუხისმგებელი.

“ანონსები გახსოვთ, მათ შორის ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, თუმცა, ეს არ დადასტურდა. შეგიძლიათ ზუსტად გაზომოთ იუსტიციის საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით რა აქტივობა უნდა განხორციელდეს? ჩვენგან რაც მოითხოვებიდა და რაც ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით ორმაგი ორი მესამედის შემოტანა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, იქნება დანგრევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპის. ამას როგორც იურისტი ისე ვამბობ. ამაზე რომ ვერ შევთანხმდით, როგორც შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ ეს ნაკლად უნდა ჩამოერთვას საქართველოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადაუდგმელობა. ეს არ იქნება მართებული. მაგალითად, დეპოლარიზაციის მიმართულება, ჩვენ განწყობა გვაქვს, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით და შევთანხმდეთ საკითხებზე, ოპოზიციის დიდი ნაწილი არის სხვაგვარი განწყობის და რადიკალიზაციისკენ მიჰყავს პროცესი. ასეთ დროს ვერ შედგება დეპოლარიზაცია, დერადიკალიზაცია. სამწუხაროდ, ოქტომბრისთვის, შეიძლება მივიდეთ ისეთ ვითარებამდე, როცა შეიძლება სამართლიანადაც ითქვას, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია ვერ შედგა, რადგან ოპოზიციამ კვლავ რადიკალური დღის წესრიგი წარმოადგინოს. თქვენ თვლით, რომ ამის გამო ქვეყანას ხელი უნდა შეეშალოს ევროინტეგრაციის მიმართულებაზე? მე ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, 7 მიმართულებით კი გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

Next Post

სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს

შაბ ივნ 24 , 2023
126 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, საკითხები, რომელიც საბჭოზე უნდა განიხილონ, საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენებაა. “როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლო გავლენას ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში […]

შესაძლოა მოგეწონოთ