ირაკლი ღარიბაშვილი – ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა

123 წაკითხვა

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა. 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა.

„2012 წელს, უმუშევრობის დონე დაახლოებით 27% იყო. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6% იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდული, მილიონ 366 000-ს მიაღწია.

Next Post

მომავალ წელს რუსები საბოლოოდ უნდა გავყაროთ საქართველოდან

ორშ დეკ 18 , 2023
123 წაკითხვასამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,1993 წლის 9 ივლისს, ანუარხუზე, სამი ჩემი მეგობარი დაიღუპა, ზურა უსენაშვილი, როლანდ წერეთელი და სარდიონ კილასონია. მოწინააღმდეგეები მეტნი იყვნენ, ბევრჯერ უფრო მეტნი, აფხაზებიც, ჩეჩნებიც და რუსების რეგულარული არმიის ქვედანაყოფებიც. ერთი წუთით არ შეშინებიათ, არც მოწინააღმდეგის ზომა აინტერესებდათ და არც სიმრავლე. არც ისე გულუბრყვილოები იყვნენ და არც დაფარული ყოფილა, ყველაფრის უკან რუსეთი რომ […]