„სირცხვილია, ხალხო, სირცხვილია!“ – ბონდო მძინარაშვილი

3,189 წაკითხვა
პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა!
ბიუჯეტის ქურდი, რომელმაც ხალხს 48 მილიონი მოპარა, როგორ არის პოლიტპატიმარი?! 
ანდა ადამიანი, რომელიც საჯაროდ ამბობს, – მინისტრობის დროს კაბინეტის სეიფში 10 მილიონი მქონდაო, როგორ არის პოლიტპატიმარი?! საიდან, რომელი კანონიერი გზით და რატომ ჰქონდა სეიფში 10 მილიონი დოლარი?! 
დავიმახსოვროთ:
პოლიტპატიმრობა პრივილეგიაა და ამ სტატუსს ღირსეულად ტარება სჭირდება!
ასე ატარებდა მერაბ კოსტავა!
ყველაფრის გაბიაბურება როგორ შეიძლება?!
რა პოლიტპატიმრები არიან უგულავა და ოქრუაშვილი?! 
მერაბ კოსტავამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული მოიპარა, მინისტრობის დროს სეიფში ფულს ინახავდა თუ შტურმით იღებდა მთავრობის სახლს?!
ასეულობით კი არა, ათიათასობით ადამიანი იდგა მთავრობის სახლის წინ მიტინგებზე და შენობაშიც მოსკოვის ერთი კი არა, ათეულობით ემისარი იყო, მაგრამ აზრად არავის მოსვლია შენობის შტურმით აღება!
ჩვენ რა, ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევთ პოლიტიკურ ბრძოლას და ბიუჯეტის ქურდობას ან ძალადობით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას?!
ჩინურ ნაპოლეონზე – რურუაზე აღარაფერს ვამბობ, ეგ ნამდვილად პოლიტპატიმარია, – ეგ არის ნელსონა მანდბნელა! 
სირცხვილია, ხალხო, სირცხვილია!
ბონდო მძინარაშვილი

Next Post

ფსიქიატრიულ  დაწესებულებაში, ქალმა დაუხმარებლად იმშობიარა საპირფარეშოში - ომბუდსმენის ანგარიში

ორშ მაი 11 , 2020
3,189 წაკითხვაომბუდსმენის მიერ ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტებსა თუ ბენეფიციარებს ორსულობის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში – „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ ნათქვამია, რომ გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ […]

შესაძლოა მოგეწონოთ