გიორგი ვაშაძე – ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ – ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან, ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან

249 წაკითხვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე ორი არჩევანია – ან ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, ან პროვინციალიზებული საქართველო.

როგორც ვაშაძემ ზუგდიდში, ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველოსთვის მთავარი ამოცანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა.

„საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ორი იდეა ებრძვის დღეს საქართველოში ერთმანეთს – ეს არის ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან, არ ვითარდება და ხალხი გარბის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატო-ს ღირსეული წევრი, ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდნენ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

Next Post

ნაც.მოძრაობამ შიდა არჩევნების თარიღი დანიშნა

კვი დეკ 11 , 2022
249 წაკითხვა“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. არჩევნები ე.წ “ბლოკჩეინ” სისტემით ჩატარდება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, მათი “მთავარი საზრუნავი, ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლებაა” და სხდომაზე სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს. ფოტო არ ასახავს დღევანდელ სხდომას და ის გამოყენებულია არქივიდან, მასალის საილუსტრაციოდ.