რას პასუხობს ია ფარულავა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს

2,046 წაკითხვა

მეორე დღეა ია ფარულავას მიმართ ბრალდებები არ წყდება, თემურ თათარაშვილი, გიორგი მასხულია და დღეს უკვე, ჟურნალისტი მაკა რაზმაძეც…

თემურ თათარაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გიორგი მასხულია ზომების მიღებით იმუქრება.

მაკა რაზმაძე კი წერს, რომ იამ მეგობრებს 3 პროცენტიანი რეიტინგი ამჯობინა.

მიუხედავად იმისა, რომ სამივემ თავის პოსტში დათაგა ია ფარულავა, ია ფარულავას გვერდზე, არც ერთი მათგანის წერილი არ ჩანს და მაკა რაზმაძე იმასაც წერს, რომ “პოსტიდან თავის ათაგვა ტეხავს”…

ია ფარულავამ დღეს სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ არის სამეგრელო-ზემო სვანეთში და სასტუმრო გარდენ პალასში თავს ბედნიერად გრძნობს.

“მე დავბრუნდები” – წერს ფარულავა.

შეგახსენებთ, ია ფარულას გადაცემა “ფარულ კონვერტში” სტუმრად ჰყავდა მოდელი და დიზაინერი, გიორგი ნაზღაიძე. ნაზღაიძემ იას უამბო, როგორ ერთობოდა კარანტინის დროს:

-ფოტოკოლაჟებს ვქმნიდი და ვაზიარებდა წარწერით…

ია ფარულავას გადაცემაში, უამრავი ცნობილი ადამიანის ფოტოები გვაჩვენეს, გიორგი ნაზღაიძის მინაწერებით….

alia

Next Post

„სხვა გზას ვერ ვხედავ – ეს ჩემი აზრია“ - ირინა სარიშვილი

ხუთ ივლ 30 , 2020
2,046 წაკითხვაირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წელი მიუსაჯა იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის. იმედია ეხლა მაინც მივხვდებით, რა უაზრობაა სიებზე და მაჟორიტარ კანდიდატებზე დავა და დავიწყებთ მზადებას არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად. არა ერთდღიანი აქციით, არამედ ბოლომდე – შედეგის მიღწევამდე. წინასწარ გასაყალბებლად გამზადებული არჩევნების დალოდება აუცილებელია იმისათვის რომ საპროტესტო აქციებს ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს. არჩევნებამდე არეულობას, მით […]