„სხვა გზას ვერ ვხედავ – ეს ჩემი აზრია“ – ირინა სარიშვილი

2,546 წაკითხვა

ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წელი მიუსაჯა იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის.

იმედია ეხლა მაინც მივხვდებით, რა უაზრობაა სიებზე და მაჟორიტარ კანდიდატებზე დავა და დავიწყებთ მზადებას არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად. არა ერთდღიანი აქციით, არამედ ბოლომდე – შედეგის მიღწევამდე.

წინასწარ გასაყალბებლად გამზადებული არჩევნების დალოდება აუცილებელია იმისათვის რომ საპროტესტო აქციებს ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს. არჩევნებამდე არეულობას, მით უმეტეს ეხლა – ზაფხულში, არანაირი პერსპექტივა არა აქვს და მხოლოდ ამ ხელისუფლების, ანუ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ხელისუფლება სექტემბრიდან დიდი ალბათობით კოვიდ 19–ს კიდევ ერთხელ გამოიყენებს და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. დღეიდანვე საჭიროა მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი ყველა შესაძლო გზებით შექმნილი მდგომარეობის ასახსნელად და არჩევნების გაყალბების შემდეგ ერთიანი ფრონტით ამ ხელისუფლების ქუჩის მშვიდობიანი გზით დასამარცხებლად.

სხვა გზას ვერ ვხედავ – ეს ჩემი აზრია. “

Next Post

„დიდხანს ვფიქრობდი, გამესაჯაროვებინა თუ არა ..“ - “ლელო” კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

პარ ივლ 31 , 2020
2,546 წაკითხვაპოლიტიკური გაერთიანება “ლელო” აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიორგი მასალკინმა დატოვა და მიზეზებზე ვრცელ წერილში ისაუბრა, რომელიც ფეისბუქში გამოქვეყნა.. დიდხანს ვფიქრობდი, გამესაჯაროვებინა თუ არა ჩემი გადაწყვეტილება (მეგობარმა მკითხა: „ლელოში თუ ხარ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის და გამოსვლის დეკლარაცია რად გინდა?“). ბოლოს მაინც გასაჯაროება გადავწყვიტე, რამდენიმე მიზეზის გამო: 1. ბათუმში ყოველი მეორე შემხვედრი მისვამს შეკითხვებს პოლიტიკაზე, მათ შორის ჩემ გეგმებზე პოლიტიკაში […]