გავა დრო და ამ დღის გახსენების ყველას შერცხვება, 8 ნოემბერი. 2021 წელი- თმებით ნათრევი მესამე პრეზიდენტი . ეხლა ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ დადგება დრო და ყველა გაემიჯნება დღევანდელ დღეს, ისინიც კი, ვისაც ამ წუთებში უხარია. და კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამ ჰორორის მთავარი მიზანი სააკაშვილის სიკვდილი არაა? არაა ადამიანი, არაა პრობლემა- წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილიმა წერილი გამოგზავნა, რომელშიც ის წერს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მას ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, რა დროსაც, მისი თქმით, ძალით გადმოათრიეს მანქანიდან, გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში და ათრიეს თმებით.