„ბოლო შანსი გაქვთ“ – გია აბაშიძე

1,565 წაკითხვა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის შესახებ წერს:

„სააკოვიდ -5-ისა, კოლექტიური გუბაზებისა და შალიკოების მესიჯბოქსი 9 აპრილს და შემდგომში – ჩვენ „გამოვგლიჯეთ“ ეს 100 მილიონი და კიდევ მეტს „გამოვგლიჯავთ“!
დიდი ხნის წინათ თქვა “ქართუმ”, რომ მზადაა თითქმის ულიმიტო დახმარებისათვის. ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა სახელმწიფოს, 2015 წლის ივნისის წყალდიდობის, შემდეგ ტყის ხანძრების ზარალის შემცირებაში, ცხადია მანამდეც და არაერთგზის.

წყალტუბოზე, აბასთუმანზე, კულტურაზე, ინფრასტრუქტურაზე და კიდევ მრავალ სხვა სექტორის აღორძინებაზე არ დავწერ, ვრცელი გამოვა ეს სტატუსი…
კორონაცებო, თქვენ რა არგეთ ამ ქვეყანას, გარდა მავნებლობისა და ტერორისა?..

არ გაქვთ იმის შნო, რომ ქმედითად დაეხმაროთ სახელმწიფოს როგორც სხვა, რამდენიმე ოპოზიციური, პასუხისმგებლიანი პარტია?.. ე.წ. სწრაფი ტესტების, უკრაინაში სამგზავრო ფრენებში აკრძალული ‘სკაიაფის’ ‘ბარიგული’ შემოსაღებით და ზუგდიდში, პირბადეების მასობრივი დარიგებით, საგანგებო რეჟიმის დარღვევით, ნუ დაგვამახსოვრებთ თავს. დაეხმარეთ რეალურად ქვეყანას, რითაც შეგიძლიათ! ბოლო შანსი გაქვთ. მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას!“- წერს გია აბაშიძე.

Next Post

„ახლა რასაც დავწერ, მოემზადეთ!“ - ნინო გელაშვილი

ხუთ აპრ 9 , 2020
1,565 წაკითხვასოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო გელაშვილი წერს: „ახლა რასაც დავწერ „ყრუებისთვის“, „ბრმებისთვის“ და უმადურ-მოკრიტიკე-სულ უკმაყოფილო ხალხისთვის,მოემზადეთ! „ქართუ ბანკი“-ს, იგივე ბიძინას გადარიცხული ფულები არაფერია ხომ? იმიტომ რომ თქვენს ჯიბეებში არ აღმოჩნდა? შარშან თქვენი საბანკო სესხები ვინ გაანულა? სამების ბრწყინვალე ტაძარი ვისი დაფინანსებით აშენდა?( აღარ ვლაპარაკობ სხვა ტაძრებზე) ახლა უფასოდ რომ მკურნალობენს ამ კორონას, მიშამ დააფინანსა თუ შალიკომ? 500 მილიონი აქვს ბიძინას […]

შესაძლოა მოგეწონოთ