პანდემიის დროს სახლში დარჩენილ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თბილისის მერია იმ პროდუქტებს ურიგებს, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების სამზარეულოში პატარებისთვის უნდა მომზადებულიყო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დარიგებული გაფუჭებული პროდუქტი და მატლიანი ჩაია.
ფაქტს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა რომ ნებისმიერი ადეკვატური დედაქალაქის მთავრობა საგამოიძებო უწყებებს გაგზავნიდა და სოციალურ ქსელში გასაჯაროებულ საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა:
“ნაცვლად იმისა, რომ შეღავათს აკეთებდნენ და ქამრებს თავად იჭერდნენ, ბავშვების კვებას როცა საქმე შეეხება, იქ შეიძლება ჩაი მატლიანი იყოს, კარტოფილს მიუტანენ დამპალს ნახევრად, მაგრამ ზეთს არ მიუტანენ, სახელმწიფო ეუბნება ძვირიაო. ნებისმიერი ადეკვატური დედაქალაქის მთავრობა საგამოიძებო უწყებებს გაუგზავნიდა იმას, რაც სოციალურ ქსელში გავასაჯაროვე და მოითხოვდა გამოძიების დაწყებას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.