„ქართველი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“ – ბონდო მძინარაშვილი

2,682 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ქართველი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის:
“რუსთავი 2” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს.
ამ სასამართლომ, ანუ მოკლედ, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ის დაადგინა, რომ საქართველოს ყველა დონის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმსაჯულებამ უხარვეზოდ განსაჯა და სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ეს უხარვეზობა დაადასტურა.
ასე რომ, მომავლისთვის რომ იცოდეთ:
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არავის არაფერს უბრუნებს. ის მხოლოდ იმას ადგენს, ვისაც დაუბრუნეს, რამდენად სამართლიანად დაუბრუნეს ის, რაც დაუბრუნეს.
ასევე იმასაც ადგენს, იმის უფლებები, ვინც სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, ნამდვილად დაარღვია თუ არა ეროვნულმა მართლმსაჯულებამ; და თუ დაარღვია, კერძოდ, რომელი მუხლი დაარღვია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ და ვერ აუქმებს ეროვნული სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, – მას მხოლოდ კონკრეტული მუხლ(ებ)ის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

Next Post

ელისო ბოლქვაძე პარლამენტში ფორტეპიანოს შეძენას ითხოვს

ხუთ დეკ 17 , 2020
2,682 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ახალი სახე ელისო ბოლქვაძე, რომელმაც დეპუტატის რანგში გაკეთებული განცხადებებით, მალევე დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში ფორტეპიანოს დადგმაზე საუბრობს. „თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ, უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი”, –  ამბობს ბოლქვაძე […]