ოპოზიციის რადიკალური ფრთა ინფორმაციულ ომში იწვევს ამომრჩეველს და ცდილობს ის დაარწმუნოს შემდეგში – თამთა მეგრელიშვილი

357 წაკითხვა

“კვლევა, არჩევნები და საინფორმაციო ველი, ღია წყაროებზე დაკვირვებით მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის მაგალითზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის განმეორადობის გამოვლენას.”- წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი, იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

კვლევის ფარგლებში არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაში მხილებულნი არიან რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი აქტივისტები.
მათი მოკავშირე NGO-ები, „მოლაპარაკე თავები“, ცნობადი სახეები სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სხვადასხვა ინტერესებით, კავშირებით, ან შესაძლოა, ვალდებულებებით არიან დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა რადიკალურ პარტიებთან, ოპოზიციის მომსახურე ტელეარხები ასევე ოპოზიციის გზავნილების პრიორიტეტულად გამშუქებელი ინტერნეტ-გამოცემები.

ოპოზიციის რადიკალური ფრთა ინფორმაციულ ომში იწვევს ამომრჩეველს და ცდილობს ის დაარწმუნოს შემდეგში: ცესკო და მისი ახალი თავმჯდომარე არასანდოა;

ნაციონალური მოძრაობის დავალებით შექმნილი ე.წ. ალტერნატიული სამოქალაქო ცესკოს სანდოობა მაღალია;

არჩევნები აუცილებლად გაყალბდება ;
ადგილი აქვს ელექტორატის „მოსყიდვას, დაშინებას, ძალადობას, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნას“;

ეპიდვითარების გამო არჩევნები უნდა გადავდოთ.
დესტრუქციული ძალის შიდა შავი ხმაურის ჯგუფები მობილიზებულია და სურთ საარჩევნო პროცესისა და ადმინისტრაციის საქმიანობის მაქსიმალური შეფერხება.
საუბნო კომისიების სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების შეპარებით (მაგ., პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ ბოლო მომენტში მოხსნილი წევრის მისვლა) და შემდეგ სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის დაყენება;

უბნებზე შეჭრა, საარჩევნო დოკუმენტაციის მოპარვა/განადგურება;
შემდეგ ვიდეოფიქსაცია, რომ ესა და ეს დოკუმენტაცია არაა უბანზე;
გადასატან ყუთზე სატელეფონო განცხადებების პროცესში საუბნო კომისიების წევრებისთვის არასწორი პირადი ნომრების კარნახი, ხოლო კენჭისყრის დღეს ყუთის ადგილზე მიტანისა და შეუსაბამობის გამორკვევის შემდეგ, აჟიოტაჟური სიუჟეტები;

უბნებზე კომისიის არაოპოზიციური წევრების შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მიზნით;
შემდეგ კონფლიქტის ადგილზე აქტივისტების მობილიზება,
რომლებიც ბრალს დასდებენ კომისიის ხელმძღვანელებს მათზე ზეწოლის მცდელობებში;

ბრალდებები, რომ ცესკო მმართველ პარტიას აძლევს ამომრჩეველთა ფოტოსურათიან სიას ამომრჩეველთა პირადი ნომრებით;
ინფორმაციის შემოგდება, რომ „ოცნების“ მარკირებული ამომრჩევლები ხელმეორედ მიდიან უბნებზე და ტყდება აჟიოტაჟი, რომ ოცნების ამომრჩევლები “კარუსელების” დასატრიალებლად დადიან;

20:00 სთ-ის შემდეგ „ეგზიტპოლების ომი“ – რადიკალური ოპოზიციის ტელეარხებზე დიდი ალბათობით აჩვენებენ, რომ „ქ/ოცნება“ ვერ იღებს 43%.
ყველა შედეგი, რასაც ცესკო გამოაცხადებს იქნება „ფალსიფიცრებული“.
ე.წ. სამოქალაქო ცესკო აქვეყნებს საკუთარ PVT-ს იგივე „შედეგით“;
რადიკალური ოპოზიცია მოახდენს მისი საერთაშორისო მხარდამჭერების და ლობისტების მაქსიმალურ მობილიზაციას.

ეს ყველა გზავნილი, როგორც ინფორმაციული შხამი და ქმედება, საჭიროა საბოლოო მიზნის მისაღწევად, როგორიცაა არჩევნების გაყალბების მოტივით ხელისუფლების დამხობა ან შარლ მიშელის ანულირებული დოკუმენტის რეანიმირება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

სირცხვილია“ და მსგავსნი დაიწყებენ წერტილოვან აქციებს სხვადასხვა ლოკაციებზე, რათა შეიქმნას პროტესტის მასობრიობის ეფექტი.
არ არის გამორიცხული ე.წ. „მსხვერპლშეწირვის“ მცდელობა „მომიტანეთ ორი გვამის“ კონტექსტით.

ეს გეგმა მათი წილი საქართველოს სასურველი რეალობიდან რეალურ რევოლუციამდე გზაა…

ამ დროს კი აქ ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი მშვიდად გააკეთა, დესტრუქციულთა მიერ ეს უკვე მობეზრებული სცენარიც ზეპირად იცის და იცის, რომ ყველაფერი ისევ კარგად იქნება.”- წერს თამთა მეგრელიშვილი

Next Post

„არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის“ – გიორგი ჭილაშვილი

ორშ სექ 27 , 2021
357 წაკითხვასაარჩევნო პროცესის, არჩევნების შედეგების და ცესკოს ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შესაძლებლობა არ მოგეცემათ! მიმართვა  ოპოზიციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეეხებათ, რომელთაც მოვუწოდებ უარგუმენტო განცხადებების კეთებას სჯობს საქმით დაკავდით და მაქსიმალურად გააკონტროლოთ არჩევნების, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი, ამისათვის თქვენ მოგეცათ განსაკუთრებული ბერკეტები!”- აცხადებს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი. “ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა გადის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება კრიტიკულად […]