კომპანია “ანოვა”-ს ხელმძღვანელი, რომელიც ნიკა გვარამიას დაკვეთით, “მთავარი არხი”-სთვის ეგზიტპოლს ატარებს, ნაც.მოძრაობის შემწირველია

313 წაკითხვა

 

კომპანია “ანოვა”-ს ხელმძღვანელი, რომელიც ნიკა გვარამიას დაკვეთით, “მთავარი არხი”-სთვის ეგზიტპოლს ატარებს, ნაც.მოძრაობის შემწირველია.–  ამის შესახებ ინფორმაციას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.

“ბატონო გვარამია, “ანოვა”-ს დახმარებით ხალხის მოტყუება არ გამოვა! როგორც იცით “იფსოსზე”, ანუ სიმართლეზე გაბრაზებულმა გვარამიამ, ეგზიტპოლის ჩატარება დაგეგმა, სასწრაფო წესით შეარჩია კომპანია “ანოვა”, რომელიც საველე სამუშაოებს ატარებს, მათ ამისთვის საკმარისი კომპეტენცია არ აქვთ, დილეტანტების ჩატარებულ კვლევას თუ გვარამიას პოლიტიკურ კუთვნილებას დავუმატებთ, კომიკურ სიტუაციას მივიღებთ, რადგან მათი შედეგი 100% აცდენილი იქნება რეალობას, სამაგიეროდ სრულად დაემთხვევა სააკაშვილის გეგმას, გეგმა რომელსაც განხორციელება არ უწერია.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო “ანოვა”-ს ხელმძღვანელია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდამჭერია და მათთვის არც ფინანსურ სახსრებს იშურებს, სულ ახლახანს ნაციონალურ მოძრაობას 15 000 ლარი შესწირა, ახლა კი საკუთარ რეპუტაციას სწირავს და ეგზიტპოლს აყალბებს.”– წერს დავით ჩიხელიძე

Next Post

„მთავარ არხზე“ თბილისის მერი ნიკა მელია გახდა, „იმედზე“ კი კახა კალაძე

შაბ ოქტ 30 , 2021
313 წაკითხვადღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? – “მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: თბილისი ნიკა მელია – 51% კახა კალაძე – 49% „იმედზე“ კი გამარჯვებული კახა კალაძეა: კახა კალაძე 57.2, ნიკა მელია 42.8 – ეგზიტპოლის მონაცემებით კახა კალაძე ლიდერობს.