სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურად მიმართა, სააკაშვილის საქმის განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართოს

719 წაკითხვა

დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Next Post

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ხუთ ნოე 18 , 2021
719 წაკითხვაგერმანიაში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 65 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ქვეყნის ინფექციური დაავადებების სააგენტოს, „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, ლოთარ ვილერის განცხადებით, ეს რიცხვი რეალურად, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს. „ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ. ვინც უარს ამბობს ამის დანახვაზე, დიდ შეცდომას უშვებს,” – განაცხადა ვილერმა. გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა […]