1,913 წაკითხვა„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე. გამოძიების […]

1,807 წაკითხვა„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებით და სიმტკიცით“ – აცხადებს საპატრიარქოს და სინოდის სკანდალური სხდომის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლოკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი […]

914 წაკითხვაამერიკის შეეთებულმა შტატებმა ირანს ახალი ახალი სანქციების დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციები სამშენებლო სექტორსა და იმ ოთხ მასალას შეეხება, რომელსაც ირანი სამხედრო ან ატომურ პროგრამებში იყენებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განმარტებით, სანქციები წესდება ნედლეულის, ნახევრად მზა მეტალების, გრაფიტის, ნახშირის და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, თუკი ისინი ირანის სამშენებლო სექტორში იქნება გამოიყენება. […]

2,290 წაკითხვავიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების  დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან.  პროექტი მიმდინარე წლის  1  ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო  სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე  მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა.  მისი თქმით,  მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის   უმნიშვნელოვანესია. „იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა.   მოგეხსენებათ, გლდანის  საპყრობილეში  უკვე […]

2,265 წაკითხვასინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო — ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა. «როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი … რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,» — განაცხადა […]

2,295 წაკითხვაეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე- ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები. ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება“ – წერს სააკაშვილი.  

1,770 წაკითხვათურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე,  სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. “საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა […]

2,316 წაკითხვაპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, დღეს სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენები და გაკეთებული განცხადებები ძალიან მძიმე და რთული იყო. “პირველი ემოცია და შთაბეჭდილებები არის ძალიან მძიმე და რთული, მინდა ვისურვო პირველ რიგში სიმშვიდე. ჩვენ საზოგადოებას, რომლის უდიდესი ნაწილიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომელიც ღელავს და გულის ფანცქალით ელოდება ამ ამბების გაგრძელებას, სჭირდება სიმშვიდე.  პირველი ემოცია, რაშიც ეჭვი არ […]

1,726 წაკითხვაცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ წმინდა სინოდის სხდომის სკანდალურ დეტალებზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. როგორც მეუფე სტეფანემ განაცხადა,  სინოდის მთელმა შემადგენლობამ ყველაფერი გააკეთა, რათა პეტრე ცაავას მიმართ განყენების გადაწყვეტილება არ დამდგარიყო. მისივე ცნობით, პეტრე ცაავას მხრიდან შანტაჟის მცდელობას ჰქონდა ადგილი. „ეკლესიის დანიშნულება არის, რომ გაცხონოთ თქვენ. ეს არის ჩვენი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღვთის შეწევნითა და ღვთის ნებით ვმოქმედებთ. […]

1,670 წაკითხვაჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ საკუთარი სკანდალური განცხადების შესახებ განმარტება გააკეთა. პეტრე ცაავას განცხადებით, მას ჰყავს არაერთი მოწმე, რომელიც მის ბრალდებას დაადასტურებს. ყოფილი მღვდელმთავრის თქმით, მას მოწმეების სინოდის სხდომაზე წარდგენა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. „მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება. მე ჟურნალისტურად […]