ამ კადრების ნახვის მერე ვამბობ: ე. წ. უკრაინა, ყალბი გმირის – ზელენსკის „თამადობით”, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!

2,932 წაკითხვა

მერგო “პატივი”, დილაადრიან პირველად მე მიმეწოდებინა ჩემი ყოფილი სააგენტოს რედაქციისთვის შოკისმომგვრელი კადრები, ქართულენოვან ინტერნეტში გასავრცელებლად – უკრაინელი ფაშისტების მიერ ნაწამები ადამიანები, სამხედროები და სამოქალაქო პირები.

ყველა ვიდეო არ მინახავს – განზრახ. რაც ვნახე, ისიც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი განცდა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, თუმცა ემოციები გვერდით გადავდე და თავს შთავაგონე, რომ ვითომ პროფესიონალი ექიმი ვარ, ვმუშაობ სასამართლო ექსპერტიზაში და ჩემი მოვალეობაა ამ კადრების მშვიდად, “საქმიანად” დათვალიერება.

აქვე აღვნიშნავ, “ტელეგრამში” ერთი “მიშისტი” მყავს, ძველი ნაცნობი. ხანდახან “ოპონირებას” მიწევს  ხოლმე – მე უფრო გრიშა ონიანის როლში ვარ, ის – ბადრი შუბლაძისა, თუმცა გინებამდე საქმე ჯერ არ მისულა. ახლა მიმტკიცებს, რუსები “ოკუპანტები” არიან და უკრაინელებისგან ეგ სისასტიკე გასაგებია, თუმცა მისაღებიც არ არისო… შენ რა იცი, იქნებ ვინ მოუკლეს იმ ხალხს “ოკუპანტებმა” და ისინიც ემოციას ვერ თოკავენო…

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თუნდაც “ოკუპანტებს” ის მწამებლები გამწარებულები ჰყავდეთ, ასეთი პერვერსული წამების მეთოდები მაინც ვერ გამართლდება ვერანაირად. მით უმეტეს, მწამებელთაგან არც ერთი არ ჰგავს შვილმოკლულ მამას ან ძმას, რომელსაც და მოუკლეს “ოკუპანტებმა”… შურისძიების მოტივი მათ საქციელში საერთოდ არ ჩანს; ჩანს ის, რასაც ჰქვია სადისტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ვინც ნახეთ კადრები, დააკვირდით უკროფაშისტების ცინიზმს! ეს ცინიზმი არ არის გამწარებული კაცის თვისება, ესაა სადისტის თვისება! ხოლო როდესაც სადიზმს კოლექტიურად ავლენს პირობითად ადამიანად წოდებული არსებების რაღაც ჯგუფი, ეს შეიძლება, შეფასდეს როგორც პირწავარდნილი ფაშიზმი.

საომარ მოქმედებებს არ გამოუწვევია ის, რაც მოხდა. ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც ასახავენ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნის ამბებს – უკროფაშისტები აწამებენ უკრაინისვე მოქალაქეებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სხვანაირად აზროვნებდნენ და მოქმედებდნენ. ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც მწამებლებიც და წამებულებიც საზაფხულო ტანსაცმლით, “შორტებით” არიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვიდეო ზაფხულშია გადაღებული ანუ საომარი მოქმედებების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. შესაბამისად, ჩემი აზრია, რომ რუსეთის ჯარების შესვლა უკრაინაში გამართლებულია, თუმცა ძალზე დაგვიანებული – ეს სადისტი ფაშისტები ადრევე უნდა ამოეძირკვათ და გაენადგურებინათ! ახლა კი, სამწუხაროდ, ამის განხორციელება შემთხვევითი მსხვერპლის გარეშე გამორიცხულია!

ფაშიზმის ატანა პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას. ფაშისტური გერმანიის რეჟიმი ჩირქს სცხებდა ყველა გერმანელს. ასევეა დღევანდელ უკრაინაშიც. ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, თავისი ხელმძღვანელობით, ყალბი გმირით და ნამდვილი ბოროტი ჯამბაზით – ზელენსკით, დასჯას იმსახურებს!

სავსებით ვეთანხმები რუს სამხედრო ჟურნალისტს (“კომსომოლსკაია პრავდა”) – ალექსანდრ კოცს ამ შეფასებაში:

“როდესაც ჩვენ გიყვებოდით, რომ უკრაინაში ბანდერული ნაცისტური იდეოლოგია მკვიდრდება ყველა თავისი გამომდინარე შედეგით, თქვენ გეგონათ, რომ სახელმწიფო პროპაგანდა იგონებს ზღაპრებს? ბანდეროვშჩინა აი რა არის. ვინც უკრაინელი არ არის – ადამიანიც არ არის. ხოლო, ვინაიდან ადამიანი არ არის, მასთან ნებისმიერი მოპყრობა შეიძლება. შეიძლება ყველაფრის გაკეთება, რადგან “უკრაინა ყველაფერზე მაღლაა”. ანუ მორალზე, ღმეთზე, რწმენაზე მაღლა. ბანდეროვშჩინა არის კვაზირელიგია, ეშმაკისეული სექტა. ყველაფერი არაუკრაინულის მიმართ ამ სიძულვილს სასკოლო მერხიდან აწვდიან ბავშვებს. ბანდერასა და შუხევიჩის ქუჩები ბანდეროვშჩინის – დახვრეტების, ბაბი იარის, ვოლონის ჟლეტის, ლვოვის პოგრომის, რუსული და ბელორუსული სოფლების გადაწვის ლეგალიზაციას წარმოადგენს. ამაზე ბევრი მისაუბრია, ამიტომაც ისევ მიჩნდება კითხვა: მათგან თქვენ მართლა სხვა რამეს მოელოდით?

დონბასში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უპირებდნენ აღებას, იგივე მოხდებოდა, რასაც ვიდეოზე ხედავთ, რომელიც “ტელეგრამში” ვრცელდება. უფრო უარესიც. იქნებოდა ხოცვა-ჟლეტა და ყველაფრის განადგურება. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწორედ იმისათვის დაიწყო, რათა ეს არ მომხდარიყო. თქვენ ხომ გაგაფრთხილეს – საქმე გვაქვს ნაცისტებთან. უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდწილად არიან ამ იდეებით გაჟღენთილნი. ნაცისტური სიბინძურის გაწმენდა სრულად მოგვიწევს”.

ფრონტის ხაზზე მომუშავე რუს ჟურნალისტს სავსებით ვეთანხმები, ოღონდ ერთსაც დავამატებ:

ჯენტლმენობის და მით უფრო, პრანჭიაობის დრო აღარ არის. მიბაძეთ ამერიკელებს, რომლებიც თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეს ბევრად უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე მოწინააღმდეგის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს…

არა, ამის მოწოდება მაინც არ შემიძლია, ამერიკელი ვერ გავხდები!

ამიტომ, ძირს ფაშიზმი, არაფაშისტური მეთოდებით, მაგრამ სრული ძალით!

 

გულბაათ რცხილაძე

Next Post

„ეს ისედაც ვიცოდით“ - თეა წულუკიანი

პარ აპრ 1 , 2022
2,932 წაკითხვასაქართველოს ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს: „ციხიდან ციხეში გადაყვანა; გადმობრძანდით, თუ შეიძლება, ესკორტის მანქანიდან, ან კიდევ, ოღონდაც კონსილიუმი ინატრე და შეგისრულებთ, არ ყოფილა წამება ან წამების მუქარა. ეს ისედაც ვიცოდით, რადგან იყო ნათელი. სახალხო დამცველის და ზოგიერთის არაკომპეტენტურობას ამ გადაწყვეტილებით მაინც არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ