ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” “აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის

142 წაკითხვა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, ლი შანფუმ აღნიშნა, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” “აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის.

ამასთან, ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდების ტაივანის სრუტეში ყოფნა მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ქაოსს ქმნის.

“ისინი [ამერიკული სამხედრო ხომალდები] აქ არიან პროვოკაციისთვის“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

Next Post

იაგო ხვიჩია - არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა - ქართველს ხალხს ვთხოვთ, ნუ დაგვტოვებენ დანარჩენი კოლეგების იმედად, მტერი იყოს მათ იმედად, ეს ხალხმა ყველაზე უკეთ იცის

ოთხ ივნ 7 , 2023
142 წაკითხვაარავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“ აკეთებს, საარჩევნოდ თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, მათთან გამორიცხავს. ხვიჩია კოლეგებს სთავაზობს, თითო პარტიამ სამი საკითხი მაინც დაასახელოს, რასაც გააკეთებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მისი თქმით, “გირჩმა” ზუსტად იცის, რა უნდა, თუმცა, კოლეგები ვერც ერთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ