იენს სტოლტენბერგი – პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა – უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე

195 წაკითხვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, ამ პრიორიტებიდან პირველი არის უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება.

პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები გაქრა“, – განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.

მან ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ტენდენცია ჯერ საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის დროს გამოვლინდა, შემდეგ კი – რუსული არმიის ქმედებებში სირიაში (ალეპოში), ყირიმში და დონბასზე.

„უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Next Post

ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე - როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ივანიშვილის დავალებით და სამწუხაროდ, უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში არ აისახება, იგივე ხდება სასამართლოშიც

ორშ ივნ 19 , 2023
195 წაკითხვაგაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა , – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. „გაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი […]

შესაძლოა მოგეწონოთ