ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე – როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ივანიშვილის დავალებით და სამწუხაროდ, უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში არ აისახება, იგივე ხდება სასამართლოშიც

გაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა , – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„გაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილი პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი ავტომობილი ათხოვეს. აქ ცინიზმის მწვერვალი და ცხადია არანაირი გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია არც პირველ ინსტანციაში, არც სააპელაციოში და არც უზენაესში არ მიუღიათ გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსმა ოლიგარქმა – ბიძინა ივანიშვილმა, რომლის პირადი ტყვეც გახლავთ ნიკა გვარამია და ის იმიტომ არის პატიმრობაში, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში ჰქონდა უამრავი პრობლემა და ცხადია ესეთ ადამიანებს ასეთი ფორმით იშორებს რუსი ოლიგარქი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ვთქვათ, რომ არავის არ გაჰკვირვებია მარტივი მიზეზით, როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი დავალებით და ჩვენდა სამწუხაროდ ხანდახან უბრალოდ საუბრობს და მოქმედებაში ეს არ აისახება, იგივენაირად ხდება სასამართლოშიც, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო უბრალოდ ქაღალდზე წერს ე.წ. მოსამართლეთა დასანქცირებული ბანდფორმირების წარმომადგენელი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *