„მან თავისი პირით აღიარა, რომ პუტინს 30-ჯერ შეხვდა – წამოსცდა“ – გოგა ხაინდრავა

631 წაკითხვა

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ნებისმიერი რამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებს, მათ მიერაა ჩადენილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წამოცდენები არის პირდაპირი ჩვენებები, რომლებიც გამოძიებისთვის უმოკლესი გზაა დანაშაულის გახსნამდე.

„მან თავისი პირით აღიარა, რომ პუტინს 30-ჯერ შეხვდა – წამოსცდა. როდის და რატომ შეხვდა პუტინს?! დანარჩენი საქართველოსთვის მხოლოდ ორი ოფიციალური შეხვედრაა ცნობილი. ვინ მისცა მთელი საქართველოს ენერგეტიკა და წარმოება ბენდუქიძის ხელით რუსებს?! ვინ გადასცა რუსებს კოდორი, ვინ მოიყვანა სანაკოევი, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით იყო. მაშინ ქართული საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები აიძულეს რომ კანონი დაერღვიათ. ნებისმიერ რამეს, რასაც ისინი „[ნაციონალური მოძრაობა“] დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებენ, ეს არის მათ მიერ ჩადენილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კვირა

Next Post

„შენს მეგობარ “ტოპ-მოდელ” ხაბაზსაც იგივე გადაეცი“-თემურ გვალია, გიორგი ბარამიძეს პასუხობს

სამ აპრ 19 , 2022
631 წაკითხვამსახიობი თემურ გვალია, გიორგი ბარამიძეს პასუხობს: 1) 21 თებერვლიდან, რომ ხარ მანდ და არაფერს, რომ არ აკეთებ სელფების გადაღების მეტს, იმიტომაც დაგცინის ერი! 2) მეორეც, „მოღალატე მონებს“ ჩვენ გვეძახი შე მართლა მეგობრის და ერის მოღალატე ახვარო?!  3) და ბოლოს: ზუსტად იმიტომ გაფურთხებენ და დაგცინიან, ენმ-ის წევრი, რომ ხარ და თანაც მიშას „მეგობარი“! შენს მეგობარ „ტოპ-მოდელ“ ხაბაზსაც იგივე გადაეცი“– წერს […]