რა არის ავტო და სამეწარმეო სესხი და როგორ მივიღოთ ისინი?

დღეს მიზნის მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება და მიღება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე წლების წინ. მნიშვნელობა არ აქვს ფული სურსათის შესაძენად გინდათ, ავტომობილის საყიდლად, საკუთარი სტარტაპის დასაფინანსებლად თუ უბრალოდ დასახარჯად.

სად უნდა მოვიძიოთ ფინანსური რესურსები?

ფულის მოძიების უამრავი გზიდან, ყველაზე აქტუალური, დღემდე, რჩება ისეთი მარტივი სერვისი, როგორიცაა სესხი. თუმცა, რა არის სესხი და როგორ უნდა მივიღოთ ის?

ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, სესხი ეს არის ვალი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციისგან (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვ.) ვიღებთ გარკვეული მიზნობრიობით და პირობებით. მისი მიღების შემდეგ გვიჩნდება სესხის გადახდის ვალდებულება, თანხის რაოდენობა და გადახდის პერიოდი კი წინასწარაა განსაზღვრული. არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხები:

  • ავტო სესხი
  • სამეწარმეო სესხი
  • ბიზნეს სესხი
  • იპოთეკური სესხი
  • სამომხმარებლო სესხი და სხვ.

ამ სტატიაში განვიხილავთ ორი ტიპის სესხს, მათ დანიშნულებასა და პირობებს. ესენია: ავტო სესხი და სამეწარმეო სესხი.

 რა არის ავტო სესხი?

ავტო სესხი – ეს არის სესხი, რომელიც ავტომობილის შეძენის მიზნობრიობით გაიცემა მომხმარებელზე. მაგალითად, თუ გინდათ მანქანის შეძენა და არ გაქვთ თანხა, ან გაქვთ გარკვეული ნაწილი, თუმცა, არა სრულად, შეგიძლიათ მიიღოთ ავტოსესხი და შეიძინოთ მანქანა მყისიერად რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლით:

  • სასურველი ავტომობილის შერჩევა
  • განაცხადის გაკეთება ავტოსესხზე
  • პირადი ინფორმაციის შევსება
  • შემოსავლების დადასტურება

რა არის სამეწარმეო სესხი?

სამეწარმეო სესხი არის მარტივი და ხელსაყრელი საშუალება სამეწარმეო საქმიანობისა თუ სამომხმარებლო მიზნობრიობების დასაფინანსებლად. თუ ფლობთ მცირე ბიზნესს და გჭირდებთ თანხა მის გასაფართოებლად ან გაუთვალისწინებელი ხარჯების გადასახდელად, სამეწარმეო სესხი თქვენთვის იდეალური გამოსავალია.

ლიბერთი ბანკი გვთავაზობს ავტო და სამეწარმეო სესხებს, მომხმარებლებზე მორგებული პირობებით.

ავტო სესხის პირობები:

  • სესხის თანხის მიღება 45 წუთში
  • სესხის აღება როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით
  • სესხით სარგებლობის დროს ავტომობილი თქვენს საკუთრებაშია, მართვის უფლებით

სამეწარმეო სესხის პირობები:

  • 50 000 ლარამდე სესხი თავდების და უზრუნველყოფის გარეშე
  • ბიზნესზე საუკეთესოდ მორგებული გადახდის გრაფიკი
  • ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი
  • სესხის განახლების შესაძლებლობა სეზონური ბიზნესისთვის
  • თანხის ათვისება სურვილისამებრ – ერთჯერადად, ან რამდენიმე ტრანშად
  • სამომხმარებლო და სამეწარმეო მიზნობრიობის დაფინანსება

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ლიბერთი ბანკის ფილიალს ან ვებს-საიტს: www.libertybank.ge

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *