„ეხლა კი ინტერვიუზე, რომლის გარშემო მსჯელობს დღეს ნაციც და ქოციც“ – ირინა სარიშვილი

2,348 წაკითხვა

დღეს დილით მოვისმინე პეტრე ცაავასთან ინტერვიუ. გუშინ ვერ შევძელი, რადგან ეს ჩვენი გახმაურებული ფილმი ვნახე და იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი რომ მეტს ვერაფერს დავიტევდი.
ამ ფილმზე ჩემს შთაბეჭდილებას შემდეგ სტატუსში გაახლებთ, ეხლა კი ინტერვიუზე, რომლის გარშემო მსჯელობს დღეს ნაციც და ქოციც.

შოკის მომგვრელია განცხადებები გახარიას მსხვერპლობასა და ივანიშვილის ქველმოქმედებაზე;

ნაკლებად სარწმუნოა ჰომოსექსუალიზმის ასეთი დოზით პედალირება ეკლესიაში მაშინ როცა მის მიმართ საზოგადოებას პირველ რიგში სულ სხვა პრეტენზიები ჰქონდა აქამდე (კორუპცია, პოლიტიკა რუსეთთან);

გვარამის მიერ ფილიგრანული სიზუსტით დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხები კიდევ უფრო მეტ შეკითხვებს აჩენს;

მაგრამ! თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ პეტრე ცაავა არა ემოციით არამედ კარგად გათვლილი ნაბიჯებით მოქმედებს გაპატრიარქების გზაზე, რაშიც თავისთავად ცუდს მე ვერაფერს ვხედავ;
თუ იმასაც დავუშვებთ, რომ ეკლესიის წიაღში ჰომოსექსუალიზმის ასეთი გადამეტებული პედალირების საბოლოო მიზანია კაგებეს ეკლესიის დანგრევა პრიციპით: მიზანი ამართლებს საშუალებებს;
აი ამ ყველაფერს თუ დავუშვებთ, მაშინ ისიც ცხადია რომ პეტრე ცაავას პატრიარქობისკენ გზაზე ამ ეტაპზე არა ჩემი და ზოგადად არაეკლესიურების მხარდაჭერა, არამედ სწორედ მრევლის მხარდაჭერა სჭირდება აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკური ნიუანსით, მაშინ გასაგებია ის განცხადებებიც რომლებმაც შოკში ჩაგვაგდო.

ვიტოვებ იმედს რომ სწორედ ეს ვერსიაა ახლოს სიმართლესთან და არ ვჩქარობ დასკვნების გაკეთებას, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ასეთი საშუალებებით მიღწეული მიზანი კიდევ უფრო ხომ არ გააღრმავებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს, თუმცა ერთი რამ კი ზუსტად ვიცი:
ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე ყველა მიზანი და საშუალება, როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ეს, კრახისათვისაა განწირული!

ირინა სარიშვილი

Next Post

რატომ სძინავს რეინჯერს მარტორქებთან

ორშ ნოე 11 , 2019
2,348 წაკითხვა აფრიკაში უკონტროლო ნადირობის გამო ჩრდილოეთის მარტორქა დღეს გადაშენების პირასაა. ამ სახეობის უკანასკნელი მამრი ინდივიდი გასულ წელს, კენიაში, 48 წლის ასაკში მოკვდა, რომელსაც ევთანაზიამდე გენეტიკური მასალა აუღეს — ამ დრომდე ცოცხალია მხოლოდ ორი მდედრი ინდივიდი. სწორედ ამ უკანასკნელი მარტორქების დასაცავად იძიენებს ეს რეინჯერი ყოველ ღამე ღია ცის ქვეშ.