გია ვოლსკი – ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას

170 წაკითხვა

„პრაიდის კვირეული“, სხვადასხვა ღონისძიება, კონტრაქცია, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციას.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ვინაიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.

„ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და, რასაკვირველია, ქვებიდან დაწყებული და მუშტებით დამთავრებული „რესურსის“ გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს. თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს – ესაა რწმენა, დამოკიდებულება. რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით. იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან არის მოცემულობა, როდესაც წინააღმდეგობა წარმოქმნის ორივე მხარის გარკვეული აგრესიის მოცულობის ზრდას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება“, – აცხადებს ვოლსკი, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

Next Post

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

შაბ ივლ 8 , 2023
170 წაკითხვარუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაბომბეს, დაღუპულია როგორც მინიმუმ 8 ადამიანი, დაჭრილია 13. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ. კირილენკოს ცნობით, ადგილზე პოლიცია მუშაობს, ექიმები დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. მაშველებმა კერძო სახლის, ტიპოგრაფიის შენობის მიშენებასა და 3 მსუბუქ ავტომობილზე ცეცხლი ჩააქრეს, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა.