179 წაკითხვა
რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაბომბეს, დაღუპულია როგორც მინიმუმ 8 ადამიანი, დაჭრილია 13.
ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ.
კირილენკოს ცნობით, ადგილზე პოლიცია მუშაობს, ექიმები დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.
მაშველებმა კერძო სახლის, ტიპოგრაფიის შენობის მიშენებასა და 3 მსუბუქ ავტომობილზე ცეცხლი ჩააქრეს, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა.