„ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა მიეცა საარჩევნო საკითხებით დროებით გადაეფარა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი როგორიაა დავით გარეჯი“ – ეს განცხადება პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ლაღიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ამის საშუალება არ უნდა მიეცეს.
„ერთ წელზე მეტია გასული რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს დავით გარეჯის ოკუპაცია. მათ სრულად ჩაკეტეს ჩიჩხიტურთან და უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზები, ხოლო აღდგომის მონასტერთან მხოლოდ სასულიერო პირებს უშვებენ. ხელისუფლება თვეების განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ საზღვრის სადემარკაციის საკითხებზე და ეს შეზღუდვები დროებითი იყო, თუმცა, ამ პერიოდში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე უზარმაზარი ბაზა გახსნეს და თავიანთი შეუარაღებული კონტიგენტიც განათავსეს. ხოლო, საქართველოს ხელისუფლება მონურად დუმს. ასევე, ყოვლად დამარცხვინო და ამაზრზენია ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების მოღალატეობრივი დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერც ერთი თემით დავით გარეჯის პრობლემატურ საკითხს ვერ გადაფარავენ ხოლო, ქართულმა საზოგადოებამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს და არც ერთი ხმა არ უნდა მისცეს იმ პოლიტიკურ სპექტრს, ვისაც დავით-გარეჯის პრობლემა არ აინტერესებს. ჩვენ ვაპირეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და უახლოეს ხანში გავმართავთ საპროტესტო აქციებს აზერბაიჯანის საელჩისთანაც. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება თავისი მიწის და სიწმინდეების ოკუპაციას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთის, აზერბაიჯანის თუ თურქეთის მხრიდან იქნება ოკუპირებილი, – აცხადებს გიორგი ლაღიძე.