გიორგი ლაღიძე ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

1,404 წაკითხვა

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს:

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „მომავალი საქართველო“ მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ, საქართველოს მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში გვყავდა კანდიდატები, მათ შორის პარტია მონაწილეობდა პროპორციულ არჩევნებშიც. მინდა გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევების ფონზე. ჩვენი ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, რომლებშიც დარწმუნებული ვიყავით, რომ მოგვცემდნენ ხმას, საარჩევნო უბნებზე მათი ხმები არ აღმოჩნდა. მიუხედავად გაყალბებისა, პარტიამ მაინც სერიოზული შედეგი აჩვენა.

ფაქტია, რომ ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩატარდეს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მხოლოდ ეს უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში. ჩვენ ვუერთდებით ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას და ქართველი ხალხის ნებას და ვითხოვთ ვადამდელ დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს“. – აცხადებს გიორგი ლაღიძე. 

Next Post

სააკაშვილმა დასაჭერთა სია გამოაქვეყნა

ხუთ ნოე 5 , 2020
1,404 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თამარ ჟვანიას და ცესკოს ხუთ წარმომადგენლის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით – ხმების ქურდები ციხეში. სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და არცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში არ უნდა შევიდეს. შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 8 ნოემბერს აქციას მართავენ, 7 ნოემბერს კი აქციას მართავს „პატრიოტთა ალიანსი“.