„ეძებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც, შიგნიდან გასცა“ – გია ხუხაშვილი აუდიოჩანაწერებზე

„ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითიც „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, „ქართული ოცნება“ შიდაგამოძიებას აწარმოებს.

„ვის მიერ არის შემოგდებული, ცალკე თემაა. რა შუაშია აქ ოპოზიცია. ხელისუფლება საჯაროდ კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ…. „შავი არქივი“ მოიგონეს უცბათ, მაგრამ ზუსტად ვიცი, შიგნით დარწმუნებულები არიან, რომ ეს ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია, შიგნით ეძებენ. შიდაგამოძიებას აწარმოებენ, ეძებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც, შიგნიდან გასცა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იპნ

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…