წონიანები და „უწონოები“ „ოცნებაში“ – ვინ ვის ჯგუფშია და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს პარტიაში?

1,732 წაკითხვა

თვი­თონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­მოთ­ქვა შიში, რომ გუნდში შე­საძ­ლოა ერ­თი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვეს, ვი­ნა­ი­დან არის ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე. ეს შიში ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი არ უნდა იყოს იმ დროს, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დღეს­დღე­ო­ბით ლი­დე­რო­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რია, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე წო­ნი­ა­ნე­ბად კო­ბა­ხი­ძე, გა­ხა­რია და კა­ლა­ძე მო­ი­აზ­რე­ბა. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა მალე მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად და­ი­შა­ლოს.

ambebi.ge-ს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რი უყ­ვე­ბა:

“ოპო­ზი­ცი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის არ სჯე­რათ, თუმ­ცა “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ამა­ში ეჭვი აღა­რა­ვის ეპა­რე­ბა, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი ამას მარ­თლაც გა­ნიც­დი­ან. სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, თუ ვი­ტყვით, რომ პარ­ტი­ა­ში უამ­რა­ვი შიდა დი­ნე­ბაა, უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თებს შე­საძ­ლოა გუ­ლის სიღ­რმე­ში ივა­ნიშ­ვი­ლი არ უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ მა­თაც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, რას ნიშ­ნავს პარ­ტი­ის მე­გა­ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა. ახლა ისი­ნი ელ­ვის დროს სა­ი­მე­დო მე­ხამ­რი­დის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი… დღეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ფი­გუ­რა არც ისე ბევ­რია, ამი­ტომ ახლა რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ ვინ იქ­ნე­ბა უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გუნ­დის გამ­წე­ვი ძალა. გუნ­დის პირ­ვე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია შემ­დე­გი იქ­ნე­ბა: გა­ხა­რია, კა­ლა­ძე, კო­ბა­ხი­ძე. სა­მი­ვე მათ­განს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აკის­რია – პრე­მი­ერს ქვეყ­ნის მარ­თვა, კო­ბა­ხი­ძეს – პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტი­ის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ხოლო კახა კა­ლა­ძეს და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლის როლი ეკის­რე­ბა. უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა რე­ი­ტინ­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამა­ვე დროს, გუნ­დის შიგ­ნით “არც მწვა­დის და არც შამ­ფუ­რის დაწ­ვა”.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ძა­ლოვ­ნებს – გო­მე­ლა­უ­რი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად სრუ­ლი­ად უინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რე­ბი არი­ან. არც ერთ მათ­განს რე­ა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ელექ­ტო­რატ­ში არ აქვს და, რბი­ლად რომ ვთქვათ, არც პო­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

ძა­ლოვ­ნებ­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც, თა­ვის­თა­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თგუ­ლი მო­თა­მა­შეა, მაგ­რამ ის უკვე იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

სა­ვა­რა­უ­დო იყო და ჩან­და იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის როლი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბო­და პარ­ტი­ა­ში და ასეც მოხ­და. სწო­რედ მის იგრვლივ იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა, ამა­ვე დროს, ახა­ლი სა­ხე­ე­ბის მო­ძი­ე­ბაც. პარ­ტი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი როლი ექ­ნე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ან­საც, რო­მე­ლიც ქალი პო­ლი­ტი­კო­სია და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ელექ­ტო­რატ­ში ფარ­თო მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს.

რო­გორც ვიცი, კა­ლა­ძეს აქვს ამ­ბი­ცია პრე­მი­ე­რო­ბა­ზე და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ერთი, ან ორი წლის თავ­ზე მარ­თლაც გახ­დეს პრე­მი­ე­რი, თუ, რა თქმა უნდა, არ ეც­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას და არ გა­დად­გამს არას­წორ ნა­ბი­ჯებს.

2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს რაც ეხე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოპო­ზი­ცია დე­და­ქა­ლაქ­ში მე­ლი­ას და­ა­ყე­ნებს (რაც გა­ნი­ხი­ლე­ბა კი­დეც), “ოც­ნე­ბა­ში” ამ ეტაპ­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი ისევ კახა კა­ლა­ძე იქ­ნე­ბა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ი­დან ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მეტი კაცი კო­ბა­ხი­ძეს ჰყავს, მათ შო­რი­საა: კუ­ჭა­ვა, კა­ხი­ა­ნი, ამი­ლახ­ვა­რი, პა­პუ­აშ­ვი­ლი, ხე­ლაშ­ვი­ლი, ოხა­ნაშ­ვი­ლი, მა­თი­კაშ­ვი­ლი, მი­ქა­ნა­ძე, სე­ფაშ­ვი­ლი… სარ­ჯვე­ლა­ძე წუ­ლუ­კი­ა­ნის კა­ცია. არც ერთი კად­რი არ ჰყავს ლი­ლუ­აშ­ვილს, თა­ლაკ­ვა­ძეც მარ­ტოა… მა­ინც ძი­რი­თა­დი ბირ­თვი, სა­დღაც 60%, ანუ 50 კაც­ზე მეტი ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­და­იხ­რე­ბა იქით, სა­ი­თაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრი იქ­ნე­ბა. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ კა­ლა­ძეს პარ­ლა­მენ­ტში 20-მდე კაცი ჰყავს, რაც სრუ­ლი ბლე­ფია.

კა­ლა­ძის გუნდს დღეს წარ­მო­ად­გენს – ზარ­ქუა, ბი­თა­ძე, ტუ­რძე­ლა­ძე, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, კო­ბი­აშ­ვი­ლი.

გა­ხა­რი­ას გუნდს – ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, და­უშ­ვი­ლი, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, მო­წე­რე­ლია, ჩი­ქო­ვა­ნი.

არც გა­ხა­რი­ას და არც კა­ლა­ძეს ყვე­ლა­ზე კარ­გი გათ­ვლე­ბი­თაც კი, პარ­ლა­მენ­ტში 10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი არ ჰყავთ. მოვ­ლე­ნებს ცოტა შო­რე­ულ პერ­სპქ­ტი­ვა­ში თუ შევ­ხე­დავთ, რა თქმა უნდა, “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” არ­სე­ბობს დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, გუნ­დის შიგ­ნით ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბას მო­გე­ბუ­ლი არ ეყო­ლე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა წა­ა­გებს…”

წყარო – ამბები.ჯი

Next Post

„ბელადი სააკაშვილი ვერ გახდა და ვერც გახდება, სასოწარკვეთილი..“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

შაბ იან 16 , 2021
1,732 წაკითხვათამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში: „სააკაშვილს თავისი პარტიის ბელადობიდან ვერავინ გაწევს, თუ თავად არ გაიწია, თავისივე პარტიამ, ან ამომრჩეველმა არ გაწია. სხვა პარტიებს მხოლოდ მისგან დამოუკიდებლობის, მისთვის ადგილის მიჩენის უნარის და მასთან დისტანციის დემონსტრირება შეუძლიათ. (და ეს გზა უალტერნატივოა ივანიშვილის დასამარცხებლად, იმიტომ რომ სააკაშვილი ივანიშვილთან მარცხდება თავისი მხარდამჭერებით – არ ყოფნის). ამიტომ გაუგებარია გუბაზს რა ანერვიულებს – საპროსტესტო ელექტორატის ბელადი […]

შესაძლოა მოგეწონოთ