რომან გოცირიძე – ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება

216 წაკითხვა

ხელისუფლებები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ მორალური უპირატესობა და არ აქვთ საგარეო მხარდაჭერა, როგორც წესი, მიდიან ისტორიულ სანაგვეზე – ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებიდან, რომ „ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას“, ერთი წელი გავიდა და ეს სულისკვეთებაა უკვე მთელ მსოფლიოში.

„ევროპარლამენტში უკვე შემოდის ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია, რომ ქართველი ხალხი სხვა არის, საქართველოს ხელისუფლება- სხვა. ქართველ ხალხს უნდა ევროპა, ამას ამტკიცებს მისი აქტივობა და გამოკითხვები, ხოლო „ქართულ ოცნებას“ უნდა ივანიშვილის ფული და რუსეთი. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს, ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი. ეს არის ისტორიული ფრაზა, რომელიც „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედების შემფასებელი იქნება, როცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდგომი პერიოდი ისტორიის წიგნებში დაიწერება, ერთი თავი იქნება ასეთი, რაც თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ „ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას“. ერთი წელი გავიდა ამ სიტყვებიდან და ეს სულისკვეთებაა მთელ მსოფლიოში. სრული პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაცია – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ დღევანდელი მდგომარეობა. როცა შიგნით არ გაქვს მორალური უპირატესობა არ გაქვს და საგარეო მხარდაჭერა არ გაქვს, ასეთი ხელისუფლებები, როგორც წესი მთავრდებიან და მიდიან ისტორიულ სანაგვეზე. ყველა საშინაო და საგარეო პირობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი, არაეფექტიანი, პრორუსული მმართველობა მთავრდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამაც ცოტა ხელი უნდა გაანძრიოს, თავისით არაფერი არ მოდის“, – განაცხადა გოცირიძემ.

Next Post

მამუკა მდინარაძე - ბნელი სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა - ვერც სანქციას დააკისრებს ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება

ოთხ მარ 15 , 2023
216 წაკითხვათუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს. „არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. […]

შესაძლოა მოგეწონოთ