გიორგი ლაღიძე – „პოლიტიკურ ველზე პარტიათა ახალი გაერთიანება შემოდის“

1,711 წაკითხვა

პოლიტიკურ ველზე პარტიათა ახალი გაერთიანება იქნმება. გაერთიანება, სავარაუდოდ მთავარი ოპოზიციის ნიშის დაკავებას შეეცდება, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიცია-ახალი პოლიტიკურ ძალთა პლატფორმის სახელით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე.

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ პარტიათა შორის კონსულტაციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და მემორანდუმზე ხელმოწერა უახლოეს დღეებში მოხდება:

„უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ გამოვნახეთ შეხების წერტილები და ვთანხმდებით ერთ მთავარზე, რომ ჩატარებული არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, მემორანდუმზე ხელმომწერი პარტიები ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი რიგი საკითხების ირგვლივ. თუ რომელ პარტიებზეა საუბარი, ამას საზოგადოება უმოკლეს დროში შეიტყობს. რაც ყველაზე მთავარია, ახალ პოლიტიკურ ძალთა პლატფორმა არავის მიერ არ იქნება მართვადი და ეს იქნება ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალთა ერთობა“. 

 

 

Next Post

4 Efficient Email Payment Reminders Ready To Send For Overdue Invoices

სამ დეკ 1 , 2020
1,711 წაკითხვა Content Payment Reminder For Invoices 14+ Days Overdue Friendly Payment Reminder Template For Two Weeks Late Invoice Collection Email Template Before 2 Days Of The Due Date Second Email Follow Up Reminder Email After No Response Creating A Strategy To Prevent Late Payments When Should You Send A Payment Reminder I just wanted to drop you a quick […]

შესაძლოა მოგეწონოთ