„თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის, მაჟორიტარულ ოლქში, პირადად მე ვიბრძოლებ „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობიდან“ – აცხადებს „მედიაპრესთან“ საუბარში ემზარ ქვარიანი.
„თითოეულ ხმას ჩვენთვის ექნება ოქროს ფასი. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობრებს, ყველა ვეტერანს, ყველა ემიგრანტს, ყველა ძალოვანს, ამ ქვეყნის ყველა პატრიოტს, მხარი დაუჭირონ ჩემს კანდიდატურას, და მთლიანად „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობა“- ს რომელიც, 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებელ სუბიექტად იყრის კენჭს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით ერისა და ქვეყნის სადარაჯოზე, მუდამ თავებს ვწირავდით სიცოცხლის ფასად ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, და ახლაც მზად ვართ იმ ჩვენი სუფთა წარსულითა და განვლილი გზით, კიდევ ერთხელ ვემსახუროთ უანგაროდ, ჩვენს ქვეყანასა და საკუთარ ხალხს.
ჩვენ, არასოდეს მოგვიტყუებია საკუთარი ხალხი, და არც არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს“ – აცხადებს ქვარიანი.
ცნობისათვის: „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობა“, რომელსაც გია ბერძენიძე ხელმძღვანელობს, ვეტერანთა ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ მაჟორიტარულ ოლქს მოიცავს პარტია. რაც შეეხება თავად თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც დანარჩენი კანდიდატების, მოგვიანებით გახდება ცნობილი. პარტიის საარჩევნო კამპანია სტარტს ივლისის დასაწყისში აიღებს. რაც შეეხება, თუ როგორი საარჩევნო პროგრამით წარსგებიან ვეტერანები ამომრჩევლის წინაშე, ესეც დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.