რატომ შეცვალეს დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანით

1,837 წაკითხვა

დევი ჭანკოტაძე, ჩემი მეგობარი, სრულფასოვნად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში და იქნება საარჩევნო სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ნიკა მელიას ჰკითხეს, დევი ჭანკოტაძე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, ის უკვე საარჩევნო კამპანიას ატარებდა და რატომ შეიცვალა მისი კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით.

„დევი ჭანკოტაძე არის ძალიან დამსახურებული საქართველოს მოქალაქე, გენერალი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ძნელბედობის ჟამს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლებში. პირდაპირ გეტყვით, ეს ადამიანი, ბატონი დევი ჭანკოტაძე, მეგობარი ჩემი, იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში. დევი ჭანკოტაძე, რა თქმა უნდა, იქნება საარჩევნო სიაში“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.
 პირველი არხი

Next Post

ყოფილი ცოლი ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა – (ვიდეო)

ხუთ სექ 24 , 2020
1,837 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ […]

შესაძლოა მოგეწონოთ