„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, ამას არ აქვს არანაირი გამართლება“-გახარია იზორიას ძმის საქმეზე

2,314 წაკითხვა

მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ამას არ აქვს არანაირი გამართლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც ლევან იზორიას ძმა, ვახო (კიტა) იზორია მაიორ გიორგი დვალიშვილს უპირისპირდება.

„იზორიას კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები, ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

ipn.ge

Next Post

„ვიღებ კრიტიკულ კითხვას და გეთანხმებით, რომ ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას“

ხუთ იან 30 , 2020
2,314 წაკითხვა„თუ ადამიანი ტერაქტს გეგმავს, რატომ აძლევს უშიშროება იმის საშუალებას, რომ ის თავისუფლად გადაადგილდებოდეს, ამ განცხადების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი რატომ გადაადგილდება თავისუფლად?“- ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს, გადაცემა „რეაქცია“-ში ჩართვისას, რაზეც მან უპასუხა: „ვიღებ კრიტიკულ კითხვას და გეთანხმებით, რომ ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას იმიტომ, რომ ისინი ამას დაამთავრებდნენ 25 დეკემბერს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ