„ვიღებ კრიტიკულ კითხვას და გეთანხმებით, რომ ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას“

„თუ ადამიანი ტერაქტს გეგმავს, რატომ აძლევს უშიშროება იმის საშუალებას, რომ ის თავისუფლად გადაადგილდებოდეს, ამ განცხადების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი რატომ გადაადგილდება თავისუფლად?“- ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს, გადაცემა „რეაქცია“-ში ჩართვისას, რაზეც მან უპასუხა:

„ვიღებ კრიტიკულ კითხვას და გეთანხმებით, რომ ჩვენ ამაში ვერ ვაჯობეთ ნაც.მოძრაობას იმიტომ, რომ ისინი ამას დაამთავრებდნენ 25 დეკემბერს, მაჩალიკაშვილის შემდეგ იქვე მოკლავდა ვახასაც, მედიკოსაც, ბებიებსაც, დებსაც. შეიძლება ცეცხლი წაეკიდებინათ სახლისთვის და ამოეწვათ ყველა, იგივე გააკეთეს მარგოშვილებზე, ორივე ჩაწვეს შიგნით და იგივე გააკეთეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას, იმ 17 კაციდან, 7 რომ მოუკლეს და თავიანთი წესით რომ არ დააკრძალინეს“– განაცხადა სოსო გოგაშვილმა. მისივე თქმით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი და ქართული ოცნების ცალკეული ლიდერების დემონიზაცია ნაც.მოძრაობის მიერ, რადგან ის, მათი დაუძინებელი მტერია იმის გამო, რაც ქვეყანას დამართეს.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *