„რა ვიცი, რომ ვთქვი რუსთაველზე გავწვეთ, ლეიბები მოვიტანოთ, აქირქილდნენ უვიცნი ამა სოფლისა“ – თაკო ჩარკვიანი

508 წაკითხვა

„დიახ ეს ვარშავაა, შუაგულ ევროპაში დრამატული თეატრის წინ 300 ადამიანი დაწვა  (ლეიბებზე სხვათაშორის, კადრში ჩანს) მარიუპოლში, რუსი ოკუპანტის მიერ დაბომბვის შედეგად დახოცილი ბავშვების გამო, რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმას აპროტესტებენ!

ბრავო ვარშავა! რა ვიცი, რომ ვთქვი რუსთაველზე გავწვეთ, ლეიბები მოვიტანოთ, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ თქო აქირქილდნენ უვიცნი ამა სოფლისა, ებრაული ანდაზის არ იყოს „შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო“,

ჰოდა ესეიგი საჭირო ყოფილა არა, რასაც ვამბობდი?! მამაჩემის ხუმრობა მახსენდება

„ქაჯობამ გვაჯობა“,ჰო ეგრეა ზუსტად, ეგ არის ქაჯობა სხვა კი არაფერი, როდის რა უნდა ჰქნა რომ არი იცი და სამშობლოს სიყვარული რომ „გეპათეთიკურება“ აი ზუსტად ეგ არის დიიდი „გოიმობა“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში:

Next Post

„კაცო, იმ უკრაინელ კაცს ის კი არ უთქვამს, თქვენთვის იქნება კარგი, თუ თქვენც ომს დაიწყებთო!“ - მერაბ მეტრეველი

კვი მარ 27 , 2022
508 წაკითხვა„კაცო, იმ უკრაინელ კაცს ის კი არ უთქვამს, თქვენთვის იქნება კარგი, თუ თქვენც ომს დაიწყებთო! ჩვენთვის იქნება კარგიო. ჰოდა, რატომ ვეჩხუბებით? გავატაროთ“,  – ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის თანახმად დანილოვი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს უკრაინას დიდად დაეხმარება.

შესაძლოა მოგეწონოთ