„მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს“ – მერაბ მეტრეველი

2,153 წაკითხვა

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მიმართვა ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს:

„მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს; (განსაკუთრებით ინტელექტზე პრეტენზიის მქონე მომხრეებს):

როდესაც გრიგოლ ვაშაძეს 2008 წლის ომის მერეც რუსეთის მოქალქეობა ვერ დაათმობინეს, ვიდრე თავად რუსებმა არ დაიწყეს ჩამორთმევის პროცედურა, მის მიმართ კითხვაც არ გაგიჩნდათ (თუნდაც ამ საქციელის მორალურობასთან დაკავშირებით) და ხმა არ ამოიღეთ

როდესაც გითხრეს, გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს ქვეყნის მოღალატეს ეძახდა და ყველანაირ სიბინძურეს აბრალებდა, ჩვენთან უნდა იყოს, ახლა საქმეს ასე ჭირდებაო, ისევ ხმა არ ამოიღეთ.

მერე გითხრეს, მერე რა რომ ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლების დასამხობად გრუს სპეცრაზმის შემოყვანას ვაბრალებდით, ახლა ჩვენს გვერდით უნდა იყოსო, ახლა საქმეს ასე ჭირდებაო და ამაზეც გაჩუმდით.

გითხრეს, რომ მართალაია, ირაკლი ოქრუაშვილი, ემზარ კვიციანის მსგავსად, როდესაც ქვეყნიდან გაიქცა, რუსულ ტელევიზიებს საქართველოს წინააღმდეგ ინტერვიუებს აძლევდა და მტრის საქმეს აკეთებდა, მაგრამ ახლა გვჭირდება და ესეც გვერდით უნდა დავიყენეთო, არც ეს გააპროტესტეთ, რადგან საქმეს ასე ჭირდებოდა.

მერე გითხრეს, რომ მართალია კახა ოქრიაშვილმა თავის დროზე გვიღალატა და ოცნებაში გაიქცა, მაგრამ ახლა მაგის ფულები გვჭირდება და ეგეც სიაში უნდა ჩავსვათო და ამაზეც თავი დაუქნიეთ

მერე გითხრეს, რომ ჩვენი ყველაზე მებრძოლი თანაგუნდელები სიის ბოლოში უნდა ჩავწეროთ, რადგან პირველი ოცეული ვიღაც-ვიღაცებისთვის გვჭირდებაო და ამაზაც ხმა არ მაოიღეთ.

ჰოდა, წინა დღეს გუბაზამ გაგისხათ, ახლა გრიგოლ ვაშაძაძემ. ჯერ სად ხართ, მაგრამ ნურავიზე გაბრაზდებით, ყველაფერი თქვენი ბრალია.

საერთოდ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურ მოძრობას“ რაც დაემართა, ეგეც თქვენი ბრალია, რადგან მაშინაც ყველა უკეთურებაზე გაჩუმდით და ტაში დაუკარით, ახლა სქმეს ასე ჭირდებაო. იქნებ, აწი მაინც ისწავლოთ ჭკუა და მიხვდეთ, რომ ყველაფერი ცუდი სწორედ ამ ლოზუნგით ხდება: „ახლა საქმეს ასე ჭირდება“. – წერს მერაბ მეტრეველი.

Next Post

„პომპეო ნამდვილად დაგკოდავთ“ – ბონდო მძინარაშვილი

ოთხ ნოე 11 , 2020
2,153 წაკითხვაჟურნალისტო ბონდო მძინარაშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდოვან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით წერს: “ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოში სტაბილურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის სადემონსტრაციოდ სახელმწიფო მდივანი ჩამოდის! სიტყვით მედასავლეთეებო, საქმით კი რუსეთის სასარგებლო იდიოტებო: თქვენით ვერ მიხვდით და ახლა ის გაგათვლევინებთ პირველ-მეორეზე! აშშ საქართველოში რუსეთის ინტერესებს არ გაგატარებინებთ და ამ ვიზიტით კარგ ალიყურსაც მიიღებთ! იქნებ, მერე მაინც მიხვდეთ, რომ საქართველოში […]