გახარია – ზუგდიდში, წულუკიანი – ნაძალადევში – ოცნება მაჟორიტარულ ოლქებს ინაწილებს

1,728 წაკითხვა

გავრცელებული ინფორმაციით მმართველ პარტიაში აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დაწყება. გიორგი გახარიას მერის არჩევნების დროს ზუგდიდი ჰქონდა ჩაბარებული და ზუგდიდის მოქმედი მერის დაყენება არჩევნებზე სწორედ მისი რეკომენდაციით იქნა წარდგენილი.

თავად გახარია ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინეს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარობა პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზი იქნება. ამავე ინფორმაცის თანახმად იუსტიციის მოქმედი და უცვლელი მინსტრი თეა წულუკიანი ისევ ნაძალადევის რაიონში იქნება მაჟორიტარად წარდგენილი. არაოფიციალური ინფორმაციით სწორედ წულუკიანს განიხილავს მომავალ პარლამენტში, ივანიშვილი პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ.

რაც შეხება მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ინფორამციით პარტიას მშიბლიურ გურიაში ახლა უკვე სამი გაერთიანებული რაიონის ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მაჟორიტარად წარადგენს. ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საარჩევნო ოლქს, რომელშიც 5 რაიონი – ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი და მესტია შედის მმართველი პარტიის ერთი ნაწილი, შსს მინისტრის პირველ მოადგილეს კახაბერ საბანაძეს უჭერს მხარს, თუმცა მეორე ნაწილი ე.წ. კალაძის დაჯგუფება, გოჩა ენუქიძეს.

ჩვენი ინფორმაციით მიუხედავად არაერთი სკანდალისა ოცნება, ახაქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარად ენზელ მკოიანს უჭერს მხარს და სწორედ მას წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით თითქმის გადაწყვეტილია, რომ “მეამბოხე მაჟორიტარს” რომელმაც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო – დიმიტრი ხუნდაძეს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარად წარადგენენ და ის უშუალოდ ივანიშვილის კანდიდატურაა.

„პირველი რადიო“

Next Post

„ხაზარაძის ნაჩუქარი ცხენი ამინი პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა”

სამ ივნ 9 , 2020
1,728 წაკითხვაყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს. კობახიძის კრიტიკა ლელოს ლიდერის მიერ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის დადებთად შეფასებას მოჰყვა. „მამაუკა ხაზარაძე ეკლესიას ეპადხალიმება ტვ პირველზე. ძველი გვარდიაა ეგ. ხაზარაძემ მარტო თეთრი რაში, სახელად “ამინ” კი არ მიჰგვარა პატრიარქს, ფოტოზეა ეგ ამინ, არამედ მთელ რიგ მეუფეებს აფინანსებდა, ბინებს ყიდულობდა მათთვის. ახლა ფიქრობს, ეკლესია დიდი ძალაა, ეგებ ბიძინას უგანოს და მე […]