შალვა პაპუაშვილი – ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა – პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს

124 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების აგრესიის შედეგად პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა.

„ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო.

ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Next Post

უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი - უკრაინული ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ

კვი ივლ 9 , 2023
124 წაკითხვაუკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, – აღნიშნა მან. 8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“.

შესაძლოა მოგეწონოთ