ვოლოდიმირ ზელენსკი – მე და ანჯეი დუდას გვქონდა მოკლე, მაგრამ არსებითი დისკუსია ვილნიუსში ნატოს სამიტის შესახებ

135 წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ უკრაინისთვის “საუკეთესო შედეგის” მისაღწევად.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა.

„მე და ანჯეი დუდას გვქონდა მოკლე, მაგრამ ძალიან არსებითი დისკუსია ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის შესახებ.

ჩვენ შევთანხმდით ერთად ვიმუშაოთ უკრაინისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად”, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ შეხვედრა ქალაქ ლუცკში გამართეს.

Next Post

Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლისას პოლიციამ ორი პირი დააკავა

კვი ივლ 9 , 2023
135 წაკითხვაTbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ