ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა რესურსი, რომ რაიმე ტიპის პროგრესი მოუტანოს ქვეყანას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ – 2024 წელს არ იქნება ჩვეულებრივი, რიგითი არჩევნები

139 წაკითხვა

„ბანდა“ ძალიან სწორად უწოდა „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვა არ ჩანს, აქ ჩანს პარტია, პარტიული სტრუქტურები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერზე“ „ქართულ ოცნების“ შესახებ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება“.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მსგავსად სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად პარტიული სტრუქტურებით მართავს.

“„ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა ყველანაირი რესურსი, რომ რაიმე ტიპის პროგრესი მოუტანოს ამ ქვეყანას. ძალადობა, მოტყუება, პროპაგანდა… ჩვენ ვხედავთ, რომ მათ სირცხვილი არ აწუხებთ ხოლმე. შეუძლიათ თეთრზე შავი თქვან, არაფრისგან სახელმწიფო გადატრიალება დაგაბრალონ. ასეთი მეთოდები „ქართული ოცნების“ ხელწერა გახდა. თუ დააკვირდებით, ვეღარც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მართვის სტილზე, ისინი სახელმწიფოს არ მართავენ. „ბანდა“ ძალიან სწორად უწოდა მათ ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ სახელმწიფოს სწორად ან არასწორად, ცუდად ან კარგად მართვაზე უკვე ვეღარ ვლაპარაკობთ. სახელმწიფოს მართვა არ ჩანს. აქ ჩანს პარტია, პარტიული სტრუქტურები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ. პარტიული მართვა დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის და ფაშისტური გერმანიისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოებს პარტიები არ მართავენ, მას მართავენ სახელმწიფო ინსტიტუტები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2024 წელს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყნის „ჩუმი ოკუპაცია“ მიმდინარეობს.

„ყველა პოლიტიკური აქტორი სრული სერიოზულობით უნდა იაზრებდეს, რა დევს სასწორზე. ეს არ იქნება ჩვეულებრივი რიგითი არჩევნები. როგორც ევროპულ ქვეყნებში, ერთი პარტია გაიმარჯვებს თუ მეორე დრამატული ცვლილებები რომ არ იქნება, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ცხოვრების ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ ვდგავართ რეალობის წინაშე როდესაც ქვეყნის ჩუმი ოკუპაცია მიმდინარეობს. სადაც გაივლით უკვე დომინანტურად ისმის ოკუპანტის ენა, ხდება მათი მხრიდან უძრავი ქონების შესყიდვა, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, სავიზო რეჟიმიც კი არ არის შემოღებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილი.

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას - სკანდალია ჩემი წამებისა და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე

სამ ივლ 18 , 2023
139 წაკითხვამოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. სააკაშვილის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას. „მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების […]

შესაძლოა მოგეწონოთ